მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ფინანსისტი)
- ანაზღაურება
- 1 920 ₾
- ქალაქი
- ტყიბული
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ფინანსისტი)
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
კატეგორია:
ფინანსები
განცხადების ბოლო ვადა:
02.12.2026
თანამდებობრივი სარგო:
1920 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ტყიბული
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- მოხელე ვალდებულია სპეციალური მითითების (დავალების) გარეშე შეასრულოს მის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით განსაზღვრული მოვალეობა, დაიცვას სამართლებრივი აქტების მოთხოვნები და ნაკისრი ვალდებულების შესრულების დროს იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით. მოხელე სრულად პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებული საქმიანობის კანონიერებისთვის, ეფექტურად და სრულყოფილად განხორციელებისათვის;
- საგანმანათლებლო რესურსცენტრში კანონმდებლობით მინიჭებულ ფარგლებში ფინანსური ოპერაციების წარმოება;
- საგანმანათლებლო რესურსცენტრში არსებული ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება, აღრიცხვა და შენახვა;
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური რესურსების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;
- საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო ან/და მის საკუთრებაში არსებული, ამორტიზებული ან გამოუყენებელი მოძრავი ნივთების ბალანსიდან ჩამოწერის პროცესში მონაწილეობა;
- სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების კრებსითი ბიუჯეტისა და ბალანსის მომზადება;
- შემოსავლების სამსახურში ყოველთვიური და წლიური დეკლარაციების წარდგენა;
- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით წლიური გეგმისა და ანგარიშის მომზადება;
- შესყიდვებთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
- კომპეტენციის ფარგლებში წარმოდგენილი კორესპონდენციის განხილვა და საპასუხო წერილების მომზადება;
- რესურსცენტრის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“.
- საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“.
- საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი.
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულება.
- საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილება „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანება „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის №17 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. ტყიბული, კარლო ლომაძის მოედანი N3
საკონტაქტო ტელეფონები:
577549150
საკონტაქტო პირი:
მარიამ სანებლიძე
დამატებითი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით.
- საფინანსო, საბიუჯეტო ან/და ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია:
სავალდებულოა:
- სამოტივაციო წერილის გრაფის შევსება;
- განათლების ველში განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა;
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის გადაწყვეტილება მიიღება გასაუბრების საფუძველზე, ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით, განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
