საქონლის ცენტრალიზებული შესყიდვების დეპარტამენტის ეკიპირების, ფორმების, აქსესუარებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის შესყიდვის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 880 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
საქონლის ცენტრალიზებული შესყიდვების დეპარტამენტის ეკიპირების, ფორმების, აქსესუარებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის შესყიდვის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ცენტრალური შემსყიდველი ორგანო
კატეგორია:
შესყიდვები
განცხადების ბოლო ვადა:
29.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2880 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
ა) ამუშავებს შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს;
ბ) მონაწილეობს შესასყიდი ობიექტების სტანდარტის განსაზღვრაში;
გ) ახორციელებს სატელეფონო და სხვა სახის კომუნიკაციას შემსყიდველ ორგანიზაციებთან მათი საჭიროებების დაზუსტებისა და შესყიდვის ობიექტის სტანდარტის თაობაზე ინფორმაციის მოძიების, ხოლო მიმწოდებლებთან – ბაზრის კვლევის პროცესში ინფორმაციის მოძიების მიზნით;
დ) მონაწილეობას იღებს შესყიდვის ობიექტის თავისებურებებისა და სპეციფიკის შესწავლაში, გაანალიზებასა და სტანდარტის განსაზღვრის პროცესში;
ე) მონაწილეობას იღებს კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის, მათ შორის ხელშეკრულების პროექტის შემუშავებაში;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განათავსებს დამტკიცებულ სატენდერო დოკუმენტაციას, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებსა და სხვა საჭირო დოკუმენტაციას;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განათავსებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მონაცემებს ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერის შესახებ;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომელიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია;
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის №236 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულება და სტრუქტურა“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, ვლადიმერ უგრეხელიძის ქ#6
საკონტაქტო ტელეფონები:
551369369
საკონტაქტო პირი:
ირმა გელაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
სავალდებულოა:
- მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
- ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა.
- გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
- საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.
- საქონლის ცენტრალიზებული შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
ბ) უცხოური ენის ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
•უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ(ებ)ი (უცხოურ ენაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).
•შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა (უცხოურ ენაზე გაცემული ცნობის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი), აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობ(ებ)ისთვის დადგენილ დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო მიმართულებასა და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას (უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული ცნობა - დანიშვნა/გათავისუფლების პერიოდის (თარიღების) მითითებით).
•კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე;
- კანდიდატები ფასდებიან გასაუბრებით, კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით;
- კანდიდატთან დაკავშირება მოხდება ვებ-გვერდის (vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
- მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად,
დამუშავდეს, სააგენტოს სისტემის მასშტაბით, კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში.
