ხაზინის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 4 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ხაზინის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
შპს - საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
ორგანიზაციის შესახებ:
შ.პ.ს. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ (UWSCG), სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, რომლის 100% წილის მფლობელი სახელმწიფოა, ხოლო პარტნიორი - საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო. კომპანია დაარსდა 2010 წლის 14 იანვარს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელით მომსახურებას ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ურბანული ტიპის დასახლებებისთვის, ქ. თბილისის, ქ. მცხეთის, ქ. რუსთავის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა.
კომპანიის სტრუქტურა შედგება თბილისის სათავო ოფისისგან, 9 რეგიონული ფილიალისა და 59 სერვის ცენტრისგან.
კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს შემდეგს: წყლის მოპოვება, დამუშავება და აბონენტებისთვის მიწოდება; წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების პროექტირება, მშენებლობა, ექსპლუატაცია და ოპერირება. კომპანია ემსახურება 413 299 საყოფაცხოვრებო და 32 510 არასაყოფაცხოვრებო აბონენტს.
კატეგორია:
ბუღალტერია
განცხადების ბოლო ვადა:
07.12.2026
თანამდებობრივი სარგო:
2920 ლარიდან 3360 ლარამდე
ადგილების რაოდენობა:
2
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ შესყიდული აქტივების/სამუშაოს/მომსახურების და სხვა ხარჯების პირველადი დოკუმენტების საფუძველზე სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში (etreasury.ge) უნაღდო ფულადი ოპერაციების/ტრანზაქციების განხორციელება;
- შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურებისა და სხვა განაცემების სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში (etreasury.ge) რეგისტრაცია; საშტატო ნუსხის, ვალდებულებების და გადარიცხვების რეგისტრაცია, სახელფასო მოდულის გამოყენება და ელექტრონული უწყისის გენერირება;
- შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ თანამშრომელთა სამივლინებო ხარჯების პირველადი დოკუმენტების რეგისტარაცია და ანგარიშსწორება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში (etreasury.ge);
- მივლინებების წინასწარი გადახდებისა და დამოწმების დოკუმენტების დამუშავება შემოსული ბრძანებების მიხედვით;
- ავანსად გადარიცხული თანხების ვადების კონტროლი და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში (etreasury.ge) საავანსო მოთხოვნების დამოწმება;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
4 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“;
- „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანება;
- „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება;
- „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანება;
- „წყალმომარაგების სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 24 დეკემბრის №43 დადგენილება;
- „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ანა პოლიტკოვსკაიას N5
საკონტაქტო ტელეფონები:
+995555502020
საკონტაქტო პირი:
სოფიკო დავლაშერიძე
დამატებითი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსური ან ეკონომიკური მიმართულებით;
- სასურველია საჯარო ან/და კერძო დაწესებულებაში საფინანსო/ბუღალტრული მიმართულებით მუშაობის არანკლებ 3 წლიანი გამოცდილება.
- სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს შეფასების სისტემით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.
