ბაქანზე მომსახურების სამსახურის აგენტი - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
- ანაზღაურება
- 1 781 ₾
- ქალაქი
- ქუთაისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ბაქანზე მომსახურების სამსახურის აგენტი - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
შპს - საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ორგანიზაციის შესახებ:
კომპანიის სამართლებრივ ფორმას წარმოადგენს - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. კომპანია შექმნილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ არის 100%-ით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანია, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში მოქმედებს.
კომპანიის ძირითადი ფუნქციაა საქართველოში არსებული სამოქალაქო აეროპორტების მართვა, ზედამხედველობა, განვითარება და შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ამ ეტაპზე, კომპანია ოპერირებს საქართველოს სამ აეროპორტში. ესენია: დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი; თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტი და ამბროლაურის აეროპორტი.
კატეგორია:
მომსახურება
განცხადების ბოლო ვადა:
06.12.2026
თანამდებობრივი სარგო:
1781 ლარი
ადგილების რაოდენობა:
3
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ქუთაისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- საჰაერო ხომალდების ბაქანზე უსაფრთხო მომსახურების უზრუნველყოფა საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების, ავიაკომპანიების შესაბამისი პროცედურების, ასევე მიწისზედა მომსახურების სახელმძღვანელოს დებულებების შესაბამისად;
- ბაქანის და საჰაერო ხომალდების სადგომის ვიზუალური შემოწმება და მუდმივ მზადყოფნაში შენარჩუნება თვითმფრინავის მიღება/გაშვებისთვის და უცხო საგნების ნარჩენების მოცილება;
- მიმაგრებული სპეც. ავტო-ტექნიკის, აღჭურვილობის და მოწყობილობების წესების დაცვით ექსპლუატაციის და მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
- საჰაერო ხომალდის მომსახურებისას სახმელეთო მომსახურების სახელმძვანელოს მოთხოვნების და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ტექნიკისა და აღჭურვილების ექსპლუატაცია;
- საჰაერო ხომალდის საბარგო ნაკვეთურების კარების გახსნა, საბარგოს ბადეების ვიზუალური შემოწმება, კარების დაკეტვა და საკეტის დაკეტილ მდგომარეობაში დაფიქსირება;
- ბარგის ჩატვირთვა/ჩამოტვირთვისთვის საჭირო ტექნიკის (კონვეირ ბელთის და სხვა) მომსახურების უზრუნველყოფა საჰაერო ხომალდთან;
- სახმელეთო მომსახურების ტექნიკის გაუმართაობების აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაციი დროული მიწოდება შესაბამის სამსახურებისთვის, კომპანიის მიერ დადგენილი ფორმით.
- მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა სახმელეთო მომსახურებაში ჩართულ ყველა სამსახურთან რადიო და სატელეფონო კავშირის საშუალებით;
- საჭიროების შემთხვევაში საგანგებო ვითარების მოქმედებების გეგმით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულება;
- ბაქანზე მომსახურების პროცესში ტექნოლოგიური პროცესის, შრომის უსაფრთხოების, სანიტარიის ნორმების და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვა;
- სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
- სამუშაო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა და შესაბამის სამსახურებიდან პროცესის შეფერხების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
- კომპანიაში მოქმედი შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციით განსაზღვრული წესების დაცვა;
- კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
საკონკურსო კომისიის მისამართი:
საქართველო, თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, აეროპორტების დასახლება, ჭანკოტაძის ხეივანი N21
საკონტაქტო ტელეფონები:
511 146110
დამატებითი მოთხოვნები:
- მართვის მოწმობის (B კატეგორია) ქონა.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო განრიგი - ცვლაში მუშაობა.
განაცხადების გადარჩევის შედეგად კონკურსანტი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი.
კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრებაზე შესაძლებელია განხორციელდეს გასაუბრების ვიდეო ან/და აუდიო ჩაწერა.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომპანიის საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვის განმავლობაში.


