კლიენტთა მომსახურების სამსახურის ოპერატორი
- მისამართი
- თბილისი, შპს, , ჯეო ჰოსპიტალსის" სათავო ოფისი (დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორია)
სრული აღწერა
,,ჯეო ჰოსპიტალსი" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამედიცინო ქსელია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 25 კლინიკას აერთიანებს - მათ შორის 15 სტაციონარსა და 10 ამბულატორიულ ცენტრს. უკვე 10 წელზე მეტია, რაც პაციენტებს უწყვეტ და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას ვთვავაზობთ.
თბილისის გარდა, ჩვენი მრავალპროფილური კლინიკები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი.
ჩვენი მთავარი მიზანია, ქვეყნის მასშტაბით თითოეული პეციენტისთვის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება გავხადოთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და კომფორტული.
თუ გსურთ უკეთ გაიცნოთ ჩვენი გუნდი, ეწვიეთ Linkedin-ს პროფილს: Geo Hospitals | ჯეო ჰოსპიტალსი: Posts | LinkedIn www.linkedin.com — ბმულის გახსნა
,,ჯეო ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას კომერციულ დეპარტამენტში კლიენტთა მომსახურების სამსახურის ოპერატორის (ქოლ-ცენტრი) პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსის" სათავო ოფისი (დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორია).
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი, 09:00 დან 18:00 მდე.
აღნიშნულ პოზიციაზე ძირითადი პასუხისმგებლობები მოიცავს:
- მომხმარებლის მაღალი ხარისხის 24/7 სატელეფონო მომსახურებას, მოთხოვნებზე და რჩევებზე ამომწურავი, ოპერატიული და თავაზიანი პასუხის გაცემას;
- შემოსული და გასული ზარების აღრიცხვის უზრუნველყოფას არსებული წესებისა და სტანდარტების დაცვით;
- დაზღვეული მომხმარებლებისათვის სათანადო სატელეფონო კონსულტაციების გაწევას სადაზღვევო პირობების შესახებ, სადაზღვევო ანაზღაურების ინსტრუქციის გაცემას, ჩაბარებულ დოკუმენტაციაზე პასუხების მოძიებას, ოჯახის ექიმთან ვიზიტის შეთანხმებას;
- შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსის" სამედიცინო დაწესებულებებთან აქტიურ თანამშრომლობას - როგორც სამედიცინო შესტყობინების მიღების დროს, ასევე სხვა პრობლემურ საკითხებზე კომპეტენციის ფარგლებში;
- მომხმარებლის კმაყოფილების დონის გარკვევას, სატელეფონო კვლევის წარმოებას;
- მორიგეობის გადაბარებისას შესაბამისი ოპერატორისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას.
პროფესიული კომპეტენციებიდან დაგჭირდებათ:
- უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით (განიხილებიან აგრეთვე სამედიცინო მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციებიდან მნიშვნელოვანია:
- აქტიური მოსმენის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- კრიზისული სიტუაციების მართვის და სწრაფი რეაგირების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ემპათიურობა;
- გუნდურობა.
თუ თვლით, რომ გაქვთ მოტივაცია:
- შემოუერთდეთ საინტერესო, სიახლეებით სავსე გარემოს;
- გახდეთ მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის ნაწილი;
- იყოს ჯანდაცვის სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კორპორაციის წევრი და დაატყოთ კვალი სფეროს განვითარებას.
მაშინ ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა⭐
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 01 დეკემბერი.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ (დასაქმების მსურველი კანდიდატის) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია) გადმოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსი", როგორც დამსაქმებელი, უფლებამოსულია დაამუშავოს გამოგზავნილი ინფორმაცია კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად, კონკრეტულად ამ ვაკანსიის ან და ამ ვაკანსიია რელევანტური, მომიჯნავე ვაკანსიისთვის განსახილველად, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
დამსაქმებელი იღებს დავლდებულებას კანდიდატს მიაწოდოს: ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ; ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (ზეპირი ან წერილობითი) ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ; გ) შრომის პირობების შესახებ; დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; ე) შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია.
კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, რომელზეც ასევე აცხადებს თანხმობას დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით;
კანდიდარი იღებს ვალდებულებას, დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაობს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ინტერესებს.
მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთან დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კანონით დადგენილ ვადებში;
ასევე, გაცნობებთ, რომ შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსი" თქვენ შესახებ არსებულ პეროსნალურ მონაცემებს შეინახავს 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგაც აღნიშნული ინფორმაცია განადგურდება. თქვენი პერსონალური მონაცემების მესამე პირებზე გადაცემა დაუშვებელია, აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
კანდიდატი უფლებამოსილია მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე მომართოს შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსს".
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ჯეო ჰოსპიტალს" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - კლიენტთა მომსახურების სამსახურის ოპერატორი, ქალაქში - თბილისი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

