ადმინსტრაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში)
- ანაზღაურება
- 2 240 ₾
- ქალაქი
- ბათუმი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ადმინსტრაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში)
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო
კატეგორია:
საზოგადოებასთან ურთიერთობა
განცხადების ბოლო ვადა:
04.12.2026
თანამდებობრივი სარგო:
2240 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ბათუმი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
ა)სააგენტოს ყოველწლიური საკომუნიკაციო სტრატეგიებისა და მიზნობრივი ქვეპროგრამების სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება.
ბ)სააგენტოს საქმიანობის ამსახველი წლიური ანგარიშების, ოფიციალური განცხადებების, პრეს-რელიზების, მოხსენებების, სტატიების, სარეკლამო ბრუშურებისა და ბუკლეტების ტექსტების შემუშავება;.
გ)თითოეული პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამისი ვიზუალური და ტექსტური სარეკლამო მასალების მომზადება.
ბენეფიციართა ,,წარმატების ისტორიების’’ მოძიება, შესაბამისი მედია-კონტენტის (ინტერვიუ ფოტო/ვიდეო მასალა) წარმოება და გავრცელება სააგენტოს სანდოობის ასამაღლებლად;
დ)სააგენტოს თემატიკის ამსახველი ვიზუალური მასალის ფოტოგადაღება, ფოტომასალების ფონდის შექმნა და სააგენტოს ვებგვერდსა და მედიის პლატფორმებზე განთავსება;
ე)მედიასთან ურთიერთობის კოორდინაცია, სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინტერვიუების, სტატიების მომზადების ორგანიზება საინფორმაციო და ბეჭდვით მედიაში;
ვ)პრეს-კონფერენციების,დასაქმების ფორუმებისა და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა.
ზ)დიზაინერულ კომპანიებთან ურთიერთობა და სარეკლამო მასალის (პლაკატები, ბუკლეტები, ბროშურები და სხვა) მიზნობრივად გავრცელების უზრუნველყოფა;
თ)სააგენტოს ბრენდ-ბუქის დაცვის მონიტორინგი და ვიზუალური სტანდარტების ზედამხედველობა; საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა მოქმედი კანონის შესაბამისად.
ი)მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დირექტორის სხვა დავალებების განხორციელება, რომელიც შესაბამისობაშია მის კვალიფიკაცისთან.
კ)სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესის მკაცრი დაცვა;
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
,,შრომის კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონი;
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"საქართველოს კანონის მესამე თავი;
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
,,რეკლამის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
,,საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილება;
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2026 წლის 16 ივნისის №9 დადგენილებით დემტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს დებულება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. ბათუმი, ივანე ჯავახიშვილი ქ. N70/72
საკონტაქტო ტელეფონები:
0422 24 78 83
საკონტაქტო პირი:
ნინო დავითაძე
დამატებითი მოთხოვნები:
- საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საჯაროდ გამოსვლის, პრეზენტაციების მომზადებისა და ჩატარების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
- როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდურად მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტურებულობა;
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- საკუთარი საქმის დაგეგვმისა და ორგანიზების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატებმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინონ მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის www.vacancy.gov.ge მეშვეობით.
კანდიდატმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე www.vacancy.gov.ge სავალდებულოდ უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ(ებ)ი (უცხოურ ენაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). (უცხოურ ენაზე გაცემული ცნობის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).
გ) კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი აღნიშნული თანამდებობისთვის.
მომდევნო ეტაპზე დაშვებული იქნებიან მხოლოდ ის კონკურსანტები, რომლებიც დააკმაყოფილებენ აღნიშნული თანამდებობისთვის დადგენილ მოთხოვნებს.
დოკუმენტაციის არასრულყოფილად და/ან არასწორად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი მოიხსნება შერჩევის პროცესიდან;
კანდიდატებთან დაკავშირება განხორციელდება ძირითადად ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
