უფროსი ბუღალტერი
- მისამართი
- ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა (მეტრო დელისთან ახლოს)
- ბენეფიტები
- კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას · Fitpass · სწავლის თანადაფინანსებას
- მთავარი მოთხოვნა
- საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
სრული აღწერა
2015 წლიდან ვართ ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური აუთსორსინგის კომპანია საქართველოში - ბუღალტრული, ფინანსური, საგადასახადო და იურიდიული მომსახურებებით. ჩვენი გუნდი დღეს 700 ზე მეტ კომპანიას ემსახურება, რაც ჩვენს თანამშრომლებს აძლევს იშვიათ შესაძლებლობას ერთდროულად რამდენიმე ინდუსტრიის სპეციფიკაში გაერკვნენ და სწრაფად გაიზარდონ პროფესიულად.
ხელოვნური ინტელექტი ჩვენთან ყოველდღიური სამუშაოს ნაწილია — რუტინას ვამარტივებთ, რომ შენი დრო საინტერესო ამოცანებს დარჩეს.
მეტი ჩვენ შესახებ: ants.ge — ბმულის გახსნა
გუნდის გასაცნობად კი გირჩევთ ჩვენი ვიდეო ნახოთ: www.youtube.com — ბმულის გახსნა
მეტი ჩვენი კარიერის შესახებ LinkedIn-ზე : bit.ly — ბმულის გახსნა
„ენთები“ აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
ჩვენი გუნდის მთავარი უპირატესობა არის მუდმივი განვითარება, პროფესიული ზრდის შესაძლებლობა და სტაბილური სამუშაო გარემო.
შემოუერთდი „ენთების“ გუნდს და გახდი პროგრესული და განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციის ნაწილი.
სამუშაო პირობები:
განაკვეთი: სრული, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა (მეტრო დელისთან ახლოს);
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვის კონტროლი;
- საგადასახადო რისკების შეფასება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება ზუსტად და დროულად.
- საბანკო ოპერაციების წარმოება, სალაროს აღრიცხვა და კონტროლი;
- სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
- სალაროს/ბანკის ნაშთის აღრიცხვა და კონტროლი;
- დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ფორმების შევსების უზრუნველყოფა;
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
- სხვა, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ბუღალტრული საქმიანობები.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
- აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება Balance-ის ცოდნას)
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება უფროსი ბუღალტერის პოზიციაზე.
- საოფისე პროგრამების ცოდნა: (Excel ცოდნა სავალდებულოა);
- სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას
- Fitpass;
- სწავლის თანადაფინანსებას ;
- კომფორტულ და კეთილმოწყობილ სამუშაო გარემოს;
- კვირაში 1 სამუშაო დღე დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ენთები" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - უფროსი ბუღალტერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება



