უფროსი აუდიტორი
გამოქვეყნდა 26 ნოებოლო ვადა: 26 დეკ
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- სამუშაო გრაფიკი
- 09:00 – 18:00
- მისამართი
- ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #5 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)
სრული აღწერა
26-11-2026 - 27-11-2027
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია ECOVIS Georgia აუდიტისა და სხვა მარწმუნებელი მომსახურებების დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას უფროსი აუდიტორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტის ძირითადი ბიზნეს პროცესების შესწავლის პროცესის ხელმძღვანელობა და წარმართვა კომპანიის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
- აუდიტის გეგმის შედგენამდე მეთოდოლოგიით განსაზღვრული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება და კონტროლი;
- აუდიტის გეგმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა-მოპოვებაში მონაწილეობის მიღება;
- აუდიტორების და სტაჟიორების საქმის ზედამხედველობა და ტრენინგი სამუშაო პროცესში;
- დასკვნის გაცემამდე პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
- მენეჯერის/პარტნიორის მიერ პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
- კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ოთხწლიანი აუდიტორად მუშაობის გამოცდილება;
- ACCA პირველი ეტაპის სერტიფიკატი;
- საოფისე პროგრამები (პრიორიტეტულია ექსელის ფლობა მაღალ დონეზე);
- აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებში პრაქტიკული ცოდნა;
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება და ხშირად გამოყენებადი სტანდარტების მაღალ დონეზე ფლობა.
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
- სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
- ანაზღაურება: შეთანხმებით, დამოკიდებულია აუდიტორის რანგზე
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #5 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)
დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- Ecovis Georgia გთავაზობთ სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო-პირობებს;
- გრძელვადიანი კარიერის დაგეგმვას;
- სამუშაო განაკვეთისა და უნივერსიტეტის გრაფიკის შეთავსებას;
- კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
- კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
- თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა;
- პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
- სამედიცინო დაზღვევას.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია "ECOVIS Georgia" აუდიტისა და სხვა მარწმუნებელი მომსახურებების დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას უფროსი აუდიტორის პოზიციაზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება


