უფროსი ბუღალტერი
- მისამართი
- ქ. თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ
სრული აღწერა
20-11-2026 - 21-12-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
სადაზღვევო კომპანია „ალფა“ აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №16
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ
ვეძებთ პროფესიონალს, რომელსაც აქვს ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლიანი ცოდნა, რთული ბუღალტრული ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულების გამოცდილება, ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე გამოყენების უნარი.
პოზიცია მოიცავს სადაზღვევო ოპერაციების ბუღალტრულ აღრიცხვას, ფინანსური და მენეჯერული ანგარიშგებების მომზადებას, მონაცემების შეჯერებას, შიდა კონტროლის მექანიზმების დანერგვასა და ბუღალტრული პროცესების ავტომატიზაციას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- სადაზღვევო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა
- სადაზღვევო პრემიების, ანაზღაურებებისა და მათთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა;
- დარეგულირების პროცესში არსებული ზარალების რეზერვის (RBNS) აღრიცხვა, ცვლილებებისა და გადახდების ასახვა;
- გამოუმუშავებელი პრემიის რეზერვის (UPR) გაანგარიშება და ბუღალტრული აღრიცხვა;
- რეგრესული მოთხოვნების აღრიცხვა, მოთხოვნების წარმოქმნის, ცვლილებებისა და თანხების მიღების ასახვა;
- გადაზღვევასთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა;
- სადაზღვევო პროგრამისა და საბუღალტრო სისტემის მონაცემების შეჯერება;
- სადაზღვევო მოთხოვნებისა და ვალდებულებების ნაშთების კონტროლი.
- ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება
- რთული ბუღალტრული გატარებების დამოუკიდებლად მომზადება და ასახვა;
- დარიცხვების, რეზერვების, კორექტირებებისა და პერიოდის დახურვის ოპერაციების შესრულება;
- ბრუნვითი უწყისის მომზადება და შემოწმება;
- ბალანსისა და მოგება-ზარალის ანგარიშგების მომზადება;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შეჯერება;
- საბანკო ანგარიშებისა და მთავარი წიგნის ნაშთების შეჯერება;
- ყოველთვიური და წლიური დახურვის პროცესში მონაწილეობა;
- ბუღალტრული შეცდომებისა და შეუსაბამობების გამოვლენა და გასწორება;
- აუდიტისა და ფინანსური ანგარიშგებისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება.
- ფინანსური, მენეჯერული და რეგულატორული ანგარიშგება
- ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობა;
- სადაზღვევო ზედამხედველობის სამსახურისთვის განკუთვნილი რეგულატორული ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობა;
- მენეჯმენტისთვის ფინანსური ანგარიშგებებისა და ანალიტიკური მონაცემების მომზადება;
- სადაზღვევო პრემიების, გამომუშავებული პრემიების, ზარალებისა და რეზერვების მოძრაობის შესახებ ანგარიშგებების მომზადება;
- დებიტორული დავალიანებების, გადახდებისა და რეგრესული მოთხოვნების პერიოდული ანგარიშგება;
- ფაქტობრივი ფინანსური შედეგებისა და საბიუჯეტო მაჩვენებლების შედარებისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება;
- ფინანსური ანგარიშგებებისა და საბუღალტრო სისტემის მონაცემების შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ანგარიშგების სიზუსტის, სისრულისა და დადგენილ ვადებში მომზადების უზრუნველყოფა.
- ბუღალტრული პროცესების ავტომატიზაცია და ოპტიმიზაცია
- ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების პროცესებში ავტომატიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- განმეორებადი ბუღალტრული ოპერაციებისა და შეჯერებების ავტომატიზაცია;
- Excel-ის, Power Query-ისა და სხვა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების გამოყენებით მონაცემების დამუშავებისა და ანგარიშგებების ავტომატიზაცია;
- სადაზღვევო და საბუღალტრო პროგრამებს შორის მონაცემთა ავტომატური შეჯერების პროცესების შემუშავებაში მონაწილეობა;
- ფინანსური ანგარიშგებების ავტომატური ფორმირების მექანიზმების დანერგვაში მონაწილეობა;
- IT გუნდთან თანამშრომლობა ბუღალტრული პროცესების ავტომატიზაციისთვის საჭირო ტექნიკური დავალებების მომზადების პროცესში;
- ახალი ფუნქციონალის ტესტირება, ბუღალტრული ლოგიკის სისწორის შემოწმება და შედეგების ვალიდაცია;
- ავტომატიზებული პროცესებისთვის კონტროლისა და შეცდომების გამოვლენის მექანიზმების შემუშავება;
- პროცესების გაუმჯობესება ხელით შესასრულებელი სამუშაოს შემცირებისა და მონაცემების სიზუსტის გაზრდის მიზნით.
- Excel და ფინანსური მონაცემების დამუშავება
- დიდი მოცულობის ფინანსური მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
- რთული Excel ფორმულებისა და ფუნქციების გამოყენება (SUMIFS, XLOOKUP, INDEX/MATCH და სხვა);
- Pivot Table-ების საშუალებით მონაცემების დაჯგუფება, ანალიზი და შეჯერება;
- სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების შედარება და კონტროლი;
- ფინანსური ანგარიშგებებისა და შეჯერების ფაილების დამოუკიდებლად მომზადება;
- მონაცემებში შეცდომებისა და შეუსაბამობების გამოვლენა;
- Excel-ში ავტომატიზებული საანგარიშგებო და საკონტროლო ფაილების შექმნა.
- შიდა კონტროლი და პროცესების გაუმჯობესება
- ბუღალტრული აღრიცხვის სიზუსტისა და სისრულის უზრუნველყოფა;
- საბუღალტრო ანგარიშების პერიოდული კონტროლი და შეჯერება;
- სააღრიცხვო პროცესებში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და გამოსწორება;
- ფინანსური კონტროლის მექანიზმების შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობა;
- ბუღალტრული ოპერაციების სათანადო დოკუმენტირების უზრუნველყოფა;
- შეუსაბამობების დროული გამოვლენისა და მათი განმეორების პრევენციის მექანიზმების განვითარება.
სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან ეკონომიკის მიმართულებით;
- ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 4–5-წლიანი გამოცდილება;
- ორმაგი ჩაწერის პრინციპებისა და ბუღალტრული გატარებების საფუძვლიანი ცოდნა;
- რთული ბუღალტრული ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულების გამოცდილება;
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
- ACCA-ის პროგრამის ფარგლებში მინიმუმ 3 გამოცდის წარმატებით ჩაბარება;
- ბალანსის, მოგება-ზარალის ანგარიშგებისა და ბრუნვითი უწყისის დამოუკიდებლად მომზადების უნარი;
- Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ფინანსური მონაცემებისა და საბუღალტრო ნაშთების შეჯერების გამოცდილება;
- ფინანსური და მენეჯერული ანგარიშგებების მომზადების გამოცდილება;
- ბუღალტრული პროცესების ავტომატიზაციის პრინციპების ცოდნა და მათი პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
- ბუღალტრულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და დადგენილი ვადების დაცვის უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
- სადაზღვევო ან ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება;
- სადაზღვევო რეზერვების (RBNS, UPR), რეგრესებისა და გადაზღვევის აღრიცხვის პრაქტიკული გამოცდილება;
- ACCA-ის სრული სერტიფიცირება ან დამატებითი გამოცდების ჩაბარება;
- IFRS 17-ის ცოდნა;
- სადაზღვევო რეგულატორული ანგარიშგებების მომზადების გამოცდილება;
- Power Query-ის, Power BI-ის ან SQL-ის ცოდნა;
- ბუღალტრული და საანგარიშგებო პროცესების ავტომატიზაციის პროექტებში მონაწილეობა.
პიროვნული და პროფესიული უნარები
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანი მართვა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კონფიდენციალურობისა და პროფესიული ეთიკის დაცვა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
სადაზღვევო კომპანია "ალფა" სამედიცინო ჰოლდინგ "ავერსი"-ს შვილობილი კომპანიაა.
"ალფა" დაარსდა 2009 წელს. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ სადაზღვევო პროდუქტების სრულ სპექტრს როგორც საცალო, ასევე კორპორატიული მიმართულებით. ჩვენთვის მთავარია მუდმივად განვვითარდეთ თქვენი სურვილების შესაბამისად და უზრუნველვყოთ თქვენი სიმშვიდე.
"ალფა დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ვაკანსიის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: განაცხადის შევსება


