ბუღალტერი
გამოქვეყნდა 25 ნოებოლო ვადა: 24 დეკ
- ანაზღაურება
- 2 500–3 000 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ / 09:00-18:00 სთ
- ბენეფიტები
- მეგობრულ, მხარდამჭერ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს · ჯანმრთელობის დაზღვევას · სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი / 09:00-18:00 სთ
- მთავარი მოთხოვნა
- ხაზინის ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება
სრული აღწერა
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით);
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
- საგადასახადო კოდექსისა და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კარგი ცოდნა;
- საბუღალტრო დოკუმენტაციებთან მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია ხაზინის ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების გამართულად ფლობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საბუღალტრო ოპერაციების გატარება პროგრამაში;
- ბუღალტრული დოკუმენტაციის მომზადება და მოწესრიგება;
- სასაქონლო მარაგებისა და ნედლეულის ნაშთების კონტროლი;
- საბანკო ოპერაციების, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და შედარება;
- მატერიალური ფასეულობებისა და სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვა;
- საგადასახადო დეკლარაციებისა და ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა დადგენილ ვადებში;
- ფინანსური და საბუღალტრო რეპორტების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
- კომუნიკაცია აუდიტორებთან, მომწოდებლებთან და შესაბამის უწყებებთან;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება და ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ანალიტიკური/მათემატიკური აზროვნების უნარი;
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დისციპლინირებული/პუნქტუალური;
- დეტალებზე ორიენტირებული.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ, მხარდამჭერ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი / 09:00-18:00 სთ;
- ანაზღაურება: 2500 ლარიდან - 3000 ლარამდე (ხელზე ასაღები თანხა).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122, 2026 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
პატივისცემით,
შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა"
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

