აუდიტორი
გამოქვეყნდა 26 ნოებოლო ვადა: 26 დეკ
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- სამუშაო გრაფიკი
- 09:00 – 18:00
- მისამართი
- ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #5 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)
სრული აღწერა
26-11-2026 - 26-12-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია ECOVIS Georgia აუდიტისა და სხვა მარწმუნებელი მომსახურებების დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტის ძირითადი ბიზნეს პროცესების შესწავლა კომპანიის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
- აუდიტის გეგმის შედგენამდე მეთოდოლოგიით განსაზღვრული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
- აუდიტის გეგმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა-მოპოვებაში მონაწილეობის მიღება;
- დასკვნის გაცემამდე პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
- მენეჯერის/უფროსი აუდიტორის მიერ პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
- კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამები (პრიორიტეტულია ექსელის ფლობა მაღალ დონეზე);
- აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებში საბაზისო ცოდნა;
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება და ხშირად გამოყენებადი სტანდარტების ძირითადი პრინციპების გააზრებულად გამოყენება.
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
- სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
- ანაზღაურება: შეთანხმებით, დამოკიდებულია აუდიტორის რანგზე
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #5 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)
დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- Ecovis Georgia გთავაზობთ სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო-პირობებს;
- გრძელვადიანი კარიერის დაგეგმვას;
- სამუშაო განაკვეთისა და უნივერსიტეტის გრაფიკის შეთავსებას;
- კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
- კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
- თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა;
- პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
- სამედიცინო დაზღვევას;
- სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსებას.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია "ECOVIS Georgia" აუდიტისა და სხვა მარწმუნებელი მომსახურებების დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის პოზიციაზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ ინფორმაცია: განაცხადის შევსება


