წარმოების მთავარი ბუღალტრი
გამოქვეყნდა 16 ნოებოლო ვადა: 10 დეკ
- ანაზღაურება
- 3 000 ₾
- მისამართი
- თბილისი, ვაზიანის წრესთან
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- 09:00-დან 18:00 საათამდე
- ბენეფიტები
- უფასო კვება,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა
სრული აღწერა
რკინის მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია "ფოლადის სახლი” აცხადებს ვაკანსიას ჰოლდინგში შემავალი ერთ-ერთი კომპანიის “წარმოების მთავარი ბუღალტრის” პოზიციაზე, რომელიც ექვემდებარება ფინანსური აღრიცხვის ხელმძღვანელს
სამუშაო ადგილი: ვაზიანის წრესთან
სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00 საათამდე
ანაზღაურება: 3000 ლარი
კომპანია უზრუნველყოფს კვებას და ტრანსპორტირებას
ფუნქცია-მოვალეობები:
- საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის სრული ციკლის მართვა პროგრამა BALANCE-ში
- მარაგების კონტროლი და წარმოების აღრიცხვის მონიტორინგი;
- შემოსავლებისა და ხარჯების მონიტორინგი;
- დებიტორ/კრედიტორების კონტროლი
- ტრანზაქციების კონტროლი;
- ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება;
- გადასახადების სწორად აღრიცხვა და გადახდა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად
- ხელმძღვანელობისთვის პერიოდული რეპორტინგი;
- საგადასახადო რისკების შეფასება/მართვა;
- თვის დახურვის ოპერაციების წარმოება და გუნდის წევრებთან თანამშრომლობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ბუღალტერიის მიმართულებით;
- მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ბუღალტერიის, სასურველია წარმოების სფეროში,
- სასურველია საბუღალტრო პროგრამა Balance-ის ცოდნა
ექსელის პრაქტიკული ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის და კომუნიკაციის კარგი უნარები.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: HR@poladissakhli.ge
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- უფროსი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 3000
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 3 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი
- საგანმანათლებლო პროგრამები
- საბუღალტრო აღრიცხვა
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება


