მთავარი კონდიტერი / წარმოების უფროსი ტექნოლოგი
გამოქვეყნდა 27 ოქტბოლო ვადა: 26 ნოე
- ანაზღაურება
- 2 500–3 000 ₾ / თვე
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- [სრული განაკვეთი]
- გამოცდილება
- 3 წლამდე
- მისამართი
- თბილისი, დიდი დიღომი, ლ.ანდრონიკაშვილის ქ. 20
სრული აღწერა
საკონდიტრო „ჰაბი“ აცხადებს მთავარი კონდიტერის, მთავარი ტექნოლოგ-კონდიტერის ვაკანსიას.
მოვალეობები:
- საკონდიტრო წარმოების ხელმძღვანელობა: ყველა ხაზისა და ასორტიმენტის (ნამცხვრები, ტორტები, ფრანგული დესერტები, ფენოვანი და საფუვრიანი ცომეული, ფიგურული და სადღესასწაულო ნაწარმი) მომზადების პროცესის სრული მართვა და ზედამხედველობა;
- ხარისხის კონტროლი: მზა პროდუქციის, ნახევარფაბრიკატებისა და შემოსული ნედლეულის მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობის მკაცრი კონტროლი წარმოების ყველა ეტაპზე;
- ახალი რეცეპტების დანერგვა: ასორტიმენტის მუდმივი განახლება, ახალი ტექნოლოგიებისა და საავტორო რეცეპტურების შემუშავება-დანერგვა ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით.;
- გუნდის მართვა და გადამზადება: მზარეულებისა და დამხმარე კონდიტერების სამუშაო პროცესის დაგეგმვა, განაწილება, მენტორობა და სტანდარტების ადგილზე შესწავლა;
- ინვენტარისა და მარაგების მართვა: წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ხარისხის შემოწმება, ხარჯთაღრიცხვაში მონაწილეობა და ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანა;
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა: სამუშაო სივრცეში HACCP-ისა და სურსათის უვნებლობის შიდა სტანდარტების მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა;
მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3–5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მთავარი კონდიტერის, უფროსი ტექნოლოგის ან შეფ-კონდიტერის პოზიციაზე;
- ცოდნა: საკონდიტრო წარმოების ყველა ტექნოლოგიისა და მიმართულების სრულყოფილი (მრავალმხრივი) ცოდნა;
- განათლება: პროფესიული განათლება კულინარიისა და საკონდიტრო მიმართულებით (სავალდებულოა სპეციალიზებული ტრენინგების ან კურსების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები);
- უნარები: თითოეული ხაზის პროდუქციის ვიზუალური და გემოვნური სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა.
პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლ. ანდრონიკაშვილის ქ. 20.
- სამუშაო გრაფიკი: [სრული განაკვეთი];
- ანაზღაურება: შეთანხმებით (კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით);
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- სფერო
- მზარეული, მცხობელი, დამხმარე
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

