საწყობის მენეჯერი
გამოქვეყნდა 18 ნოებოლო ვადა: 18 დეკ
- ანაზღაურება
- 1 800 ₾
- მისამართი
- ქ. ქუთაისი
- სამუშაო გრაფიკი
- დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე 2 დასვენების დღე (შეთანხმებით)
სრული აღწერა
18-11-2026 - 19-12-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- საქონლის მიღების, განთავსების, შენახვისა და გაცემის პროცესების სრული კონტროლი და მართვა;
- სასაქონლო მარაგების აღრიცხვა, მონიტორინგი და პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება;
- სასაწყობე დოკუმენტაციის (ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები) წარმოება და პროგრამული ასახვა;
- საწყობის პერსონალის სამუშაო პროცესების დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი;
- ლოგისტიკისა და გაყიდვების გუნდებთან მჭიდრო კომუნიკაცია შეკვეთების დროული მომზადების მიზნით;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს პოზიციის მიზნებიდან.
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
- გაქვს საწყობის მენეჯერის ან სასაწყობე მეურნეობის მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- გაქვს სააღრიცხვო პროგრამებთან და MS Office-თან (განსაკუთრებით Excel-თან) მუშაობის გამოცდილება;
- ფლობ გუნდის მართვისა და სამუშაო პროცესების ორგანიზების უნარს;
- ხარ მოტივირებული, ორგანიზებული და გაქვს განვითარების სურვილი;
რატომ უნდა შემოგვიერთდე? ჩვენ ვაფასებთ შენს დროს და შრომას:
- გრაფიკი: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე 2 დასვენების დღე (შეთანხმებით);
- ანაზღაურება: 1800 ლარი;
- ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის (ინდივიდუალური და საოჯახო);
- აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
- მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
- განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობა.
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"Kontakt"-ი აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: ქ. ქუთაისი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება


