ლოგისტიკისა და საწყობის მენეჯერი
- ანაზღაურება
- 1 800 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 11:00-19:00
- ბენეფიტები
- შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ოფიციალურ დასაქმებას · ანაზღაურება: 1800 ლარი · სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00
სრული აღწერა
"პლანეტარიუმი" არის ტელესკოპების, ბინოკლების, მონოკლების, მიკროსკოპებისა და ასტროფოტოგრაფიის სხვადასხვა მოწყობილობების მაღაზია, რომელიც 6 წელია პოზიციონირებს ადგილობრივ ბაზარზე.
კომპანია წლებია წარმატებულად თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვანი ასტროფოტოგრაფიის მოწყობილობების მწარმოებელ ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Celestron, Skywatcher, Nimax, Aastroshop, Scopedome და სხვა.
ჩვენთან ასევე წარმოდგენილია, მზის პანელებისა და მზის გენერატორების, მსოფლიოში ცნობილი ბრენდის Jackery-ის მოწყობილობები.
პოზიცია: ლოგისტიკისა და საწყობის მენეჯერი
ჩვენ გთავაზობთ:
- შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ოფიციალურ დასაქმებას;
- ანაზღაურება: 1800 ლარი
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00.
მოვალეობები:
- საწყობში ტვირთის მიღება, განთავსება, შენახვა და აღრიცხვა, ნაშთებისა და საქონლის მოძრაობის კონტროლი;
- გაყიდვების მენეჯერებისგან შეკვეთების მიღება და დროულად დამუშავება;
- შეკვეთების შეგროვება და პარტნიორებისთვის საქონლის გაცემა ოფისიდან;
- პარტნიორებისთვის საქონლის მიწოდება კომპანიის ავტომობილით;
- ფინანსურ განყოფილებასთან თანამშრომლობა: დოკუმენტების გაფორმება და საქონლის მოძრაობის აღრიცხვა;
- საწყობში წესრიგისა და შენახვის წესების დაცვა;
- ინვენტარიზაციის ჩატარება დადგენილი გრაფიკით;
- კომპანიის ავტომობილის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება. მოთხოვნები:
- საწყობში ან ლოგისტიკაში მუშაობის გამოცდილება -მინიმუმ ერთი წელი;
- საქონლის აღრიცხვის გამოცდილება (Excel ან სხვა სასაწყობე პროგრამა);
- მართვის მოწმობა (B კატეგორია) და ავტომობილის მართვის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, დოკუმენტაციის სიზუსტე;
- სამუშაო ჩატსა და განაცხადებზე დღის განმავლობაში ოპერატიული რეაგირება;
- ოფისში ყოფნა სამუშაო საათებში;
- რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა - B2 (პარტნიორებთან და თანამშრომლებთან საქმიანი კომუნიკაციისთვის)
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ndoreuli@planetarium.ge. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელი, რომ სწორად მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა არის 25 დეკემბერი 2026 წელი.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება



