საწყობის მენეჯერის თანაშემწე ( ქუთაისი)
გამოქვეყნდა 17 ნოებოლო ვადა: 17 დეკ
- მისამართი
- ქუთაისი, Kutaisi
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ
სრული აღწერა
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა ) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ქ.ქუთაისში ვაკანსიას საწყობის მენეჯერის თანაშემწის თანამდებობაზე.
კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი
- სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
- fitpass
- დაზღვევა
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- სასურველია შესაბამის და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება .
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პუნქტუალურობა
- გუნდურობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
ძირითადი მოვალეობები:
- უზრუნველყოს საწყობის თანამშრომელთა ყოველდღიური სამუშაო პროცესის კონტროლი და მათი საქმიანობის კოორდინაცია;
- აკონტროლოს საწყობის ტერიტორიაზე წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;
- აკონტროლოს საწყობში საქონლის მიღების, განთავსების, შენახვისა და გაცემის პროცესები; ▪ უზრუნველყოს საქონლის რაოდენობრივი და ვიზუალური მდგომარეობის კონტროლი;
- სისტემატურად აკონტროლოს საწყობში არსებული საქონლის ვარგისიანობის ვადები და ვადების მიხედვით საქონლის განლაგების სისწორე;
- აკონტროლოს საქონლის შენახვის პირობებისა და დადგენილი სასაწყობო სტანდარტების დაცვა;
- უზრუნველყოს საწყობში არსებული საქონლის ნაშთების კონტროლი და შეუსაბამობების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი პირების ინფორმირება;
- აკონტროლოს საწყობში საქონლის სწორად განლაგება და სასაწყობო სივრცის ეფექტიანი გამოყენება;
- უზრუნველყოს დაზიანებული, ვადაგასული ან სხვა მიზეზით რეალიზაციისთვის უვარგისი საქონლის იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება;
- შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებები, რომლებიც დაკავშირებულია მის საქმიანობასთან და კომპეტენციასთან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
- მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
- სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
- ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
- მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
- მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
- ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე; 8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
- მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
- მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
- მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
- წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
- მონაცემთა გადატანის უფლება;
- ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
- თანხმობის გამოხმობის უფლება;
- გასაჩივრების უფლება.
- შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."



