სარელეო დაცვის უფროსი სპეციალისტი
- მისამართი
- სათაო ოფისი/თბილისი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი/თბილისი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2 დეკემბერი, 2026 წ.
სს “ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს სარელეო დაცვის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
მოვალეობები და ვალდებულებები:
- მაღალი ძაბვის ახალი პროექტების ელ. მოწყობილობების და ელექტროგადამცემი ხაზების სარელეო დაცვის აპარატურის გაწყობა, მაღალი ძაბვის ქსელის ციფრული სარელეო დაცვისა და ავტომატიკის აპარატურის ექსპლოატაცია.
- მონაწილეობა სარელეო დაცვისა და ავტომატიკის რთული აპარატურის აღდგენისა და რეკონსტრუქციაში. თანამედროვე ციფრული სარელეო დაცვის მოწყობილობების დანერგვა, რეგიონალური სამსახურების კონსულტაცია;
- სარელეო დაცვის ახალ მოწყობილობათა ახალი ნიმუშების გამოცდა და ათვისება ადგილობრივი სამსახურების პერსონალისათვის რეკომენდაციების დამუშავების მიზნით;
- მაღალი ძაბვის ახალი პროექტების ელ. მოწყობილობების და ელექტროგადამცემი ხაზების სარელეო დაცვის აპარატურის გაწყობა.
- მაღალი ძაბვის ქსელის ციფრული სარელეო დაცვისა და ავტომატიკის აპარატურის ექსპლოატაცია.
- სარელეო დაცვის დანაყენების რუქის შედგენა, პრინციპული სქემების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
- საჭირო ტექნიკურ დოკუმენტაციის მომზადება (ინსტრუქციები, მეთოდურ მითითებები, ოქმები)
- ავარიული გამორთვების ანალიზისათვის აუცილებელი ცნობების მომზადება;
- ავარიული გამორთვების ანალიზი და სადეფექტო ბლანკების შევსება;
- მონაწილეობს ქსელში ავარიული სიტუაციების (რეჟიმების) გამომკვლევ კომისიაში, სარელ
- დაცვისა და ავტომატიკის საშუალებათა ავარიის შემდგომ შემოწმებებში და მათი არასწორი მოქმედების მიზეზების ოპერატიულ აღმოფხვრაში;
მოთხოვნები:
- უმაღლესი ელექტროტექნიკური განათლება
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- უსაფრთხოების IV საკვალიფიკაციო ჯგუფი.
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge 2026 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
