საოპერაციო მენეჯერი
- ბენეფიტები
- პროფესიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს · მეგობრულ და გამოცდილ გუნდთან თანამშრომლობას · საინტერესო სამუშაო გამოცდილებას საერთაშორისო ლოჯისტიკის სფეროში
სრული აღწერა
"KiwiPost", როგორც ერთ-ერთი ლიდერი გადამზიდი საქართველოს ბაზარზე, ახორციელებს საერთაშორისო ამანათების გადაზიდვას მსოფლის 7 ქვეყნიდან და სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფ, უსაფრთხო და ეფექტურ ლოჯისტიკურ სერვისებს. ჩვენი გამოცდილება, სანდო პარტნიორული ქსელი, და პროფესიონალი გუნდი გვაძლევს შესაძლებლობას, წარმატებით ვიოპერიროთ როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონალურ ბაზარზე. ასევე, ვემსახურებით საერთაშორისო ელ. კომერციის მსხვილ პლატფორმებს და ვახორციელებთ საბაჟო და Last mile მომსახურებებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, სისწრაფე და მომხმარებლის გამოცდილება — ამიტომ ვქმნით განვითარებაზე ორიენტირებულ, დინამიკურ სამუშაო გარემოს და ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გახდნენ ჩვენი გუნდის ნაწილი. ეწვიეთ ჩვენს LinkedIn-ის ან Facebook-ის გვერდს, რომ გაიგოთ მეტი ჩვენი საქმიანობის შესახებ
ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელსაც აქვს საოპერაციო პროცესების მართვის გამოცდილება, შეუძლია გუნდის ეფექტიანი ხელმძღვანელობა და ყოველდღიური სამუშაო პროცესების შეუფერხებლად წარმართვა.
პოზიცია გულისხმობს ძირითადი თანამშრომლის დეკრეტული შვებულების პერიოდში მის ჩანაცვლებას.
ძირითადი მოვალეობები:
· ყოველდღიური სამუშაო პროცესების ეფექტიანი წარმართვისა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
· კონტაქტ ცენტრის მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და შეფასება;
· ტვირთის ექსპორტთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია;
· საოპერაციო გუნდთან, გარე კონტრაქტორებთან და IT_სთან კომუნიკაცია სამუშაო პროცესის უწყვეტობისა და გამართული პროცესების უზრუნველსაყოფად;
· სამუშაო დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
· პარტნიორ კომპანიებთან და მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
· რეისების სტატუსის მონიტორინგი, მართვა და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა;
· საოპერაციო შედეგების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
· საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საოპერაციო ან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდის მართვისა და კოორდინაციის უნარი;
- ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- ეფექტიანი კომუნიკაციისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და გამოცდილ გუნდთან თანამშრომლობას;
- საინტერესო სამუშაო გამოცდილებას საერთაშორისო ლოჯისტიკის სფეროში;
- ფიქსირებული ანაზღაურება
- ჯანმრთელობის დაზღვევა
სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი
დასაქმების ტიპი: დროებითი — დეკრეტული შვებულების პერიოდში თანამშრომლის ჩანაცვლება.
გისურვებთ წარმატებებს!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"კივიპოსტი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საოპერაციო მენეჯერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება



