საოპერაციო მენეჯერი
- ანაზღაურება
- 5 000+ ₾
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
კომპანია Bound Solutions აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.
ხელფასი: 5,000 ლარი (NET)+ბონუსი
მდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის საოპერაციო საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა, შესაბამისი ბიზნესპროცესების ჩამოყალიბება;
- ავტომობილების იმპორტის, ტრანსპორტირების, ლოგისტიკისა და განბაჟების პროცესების მართვა და კოორდინაცია;
- საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან საქმიანი მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის პროცესის მართვა;
- გაყიდვების ოფისისა და შოურუმის შეუფერხებელი და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- საოპერაციო გუნდის ფორმირება, მართვა და თანამშრომელთა საქმიანობის ეფექტიანობის მონიტორინგი;
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებასა და ბიზნესის განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
- საოპერაციო ბიუჯეტის, ხარჯებისა და ძირითადი ბიზნესმაჩვენებლების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ავტოინდუსტრიაში ან ავტომობილების იმპორტისა და რეალიზაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობისა და გუნდის მართვის გამოცდილება;
- საერთაშორისო ვაჭრობის, იმპორტის, ლოგისტიკისა და საბაჟო პროცედურების ცოდნა;
- საოპერაციო პროცესების მართვისა და საქმიანი მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
- ლიდერული უნარები და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ენები
- ქართული
- ანაზღაურების პირობები
- 5000 ₾ + ბონუსი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება


