ქსელის საოპერაციო მენეჯერი
გამოქვეყნდა 25 ნოებოლო ვადა: 25 დეკ
სრული აღწერა
17-11-2026 - 19-12-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
ლუკა პოლარე ეძებს ახალ გუნდის წევრს – ქსელის საოპერაციო მენეჯერს
რომელიც პასუხისმგებელი იქნება ფილიალების ეფექტურ მართვაზე, მომსახურების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებასა და გუნდის განვითარებაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- ფილიალების ყოველდღიური საქმიანობის მართვა და კონტროლი;
- სერვისის ხარისხისა და მომსახურების სტანდარტების მუდმივი გაუმჯობესება;
- ფილიალების მენეჯერების საქმიანობის მართვა და კოორდინაცია;
- ტრენინგის პროცესის მართვა და ტრენერების ხელმძღვანელობა;
- თანამშრომელთა KPI სისტემის დანერგვასა და მონიტორინგში მონაწილეობა;
- გაყიდვებისა და ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი, შედეგების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- ფილიალების საოპერაციო პროცესების, მარაგებისა და ინვენტარიზაციის კონტროლი;
- ახალი ფილიალების გახსნისა და გამართული ფუნქციონირების პროცესის მართვა;
- სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან ეფექტური თანამშრომლობა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
- Retail ან HoReCa მიმართულებით მინ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- გუნდის მართვისა და ლიდერობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- მაღალი ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
თუ გაქვთ მართვის გამოცდილება, გიყვართ გუნდთან მუშაობა და ორიენტირებული ხართ განვითარებასა და შედეგებზე, შემოგვიერთდით!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ლუკა პოლარე" ეძებს ახალ გუნდის წევრს - ქსელის საოპერაციო მენეჯერს.
ვაკანსიის სანახავად, გთხოვთ, გადადით ბმულზე: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება



