საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი - სტაჟიორი
- ანაზღაურება
- 720 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი - სტაჟიორი
კონკურსის ტიპი:
სტაჟირება
ორგანიზაცია:
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
კატეგორია:
საერთაშორისო ურთიერთობები
განცხადების ბოლო ვადა:
04.12.2026
თანამდებობრივი სარგო:
720 ლარი
ადგილების რაოდენობა:
2
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- კანონმდებლობის, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების, პრაქტიკის კვლევა და ანალიზი;
- სამართლებრივი, ანალიტიკური და შედარებითი კვლევების მომზადება როგორც ქართულ, ისე უცხო ენებზე;
- პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და უცხო ქვეყნის/საერთაშორისო დელეგაციების ვიზიტების დაგეგმვა;
- კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარება;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
სტუდენტი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
გ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, 0144, წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი N96
საკონტაქტო ტელეფონები:
2438144
დამატებითი მოთხოვნები:
- სტაჟიორად მიიღება კანდიდატი, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება სამართალის ან საერთაშორისო სამართლის მიმართულებით ან არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი მიმართულების ბაკალავრიატის საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- არგუმენტაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- პროფესიული განვითარების მოტივაცია;
- კომუნიკაბელურობა.
სასურველია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
•Microsoft Office Word;
•Microsoft Office Excel;
•Microsoft Office PowerPoint.
დამატებითი ინფორმაცია:
- სტაჟირება ითვალისწინებს ინტენსიურ სასწავლო კურსს, რომლის დროსაც სტაჟიორები შეიძენენ თეორიულ ცოდნას შესაბამისი მიმართულებით.
- სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 6 თვით.
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა განაცხადს (აპლიკაციას) ელექტრონული სახით უნდა დაურთოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების დასკანერებული ასლები:
ა) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) დიპლომის და ნიშნების ფურცლის ასლი ან ცნობა ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე სწავლის ან გავლის შესახებ;
გ) სამოტივაციო წერილი.
საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია ხელფასის მატება.
- არასრულად წარმოდგენილი მონაცემების (დოკუმენტების) შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე.
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე: www.vacancy.hr.gov.ge.
- კონკურსის პირველ ეტაპზე კანდიდატების შეფასება მოხდება კონკურსის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენით.
- განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, კანდიდატი ინფორმირებულია, რომ მის მიერ წარმოდგენილ განაცხადსა და სავალდებულო დოკუმენტაციაში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ორგანიზაციის მიერ დამუშავდება საკონკურსო მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. მისთვის ასევე ცნობილია, რომ კონკურსის ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, დამსაქმებლის მიერ განხორციელდება კანონით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნაც, კანდიდატის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნებისთვის.
ასევე, კანდიდატი თანხმობას გამოთქვამს, კონკურსის მიზნებისთვის, ორგანიზაციის მიერ მის შესახებ საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის მოძიება/გადამოწმებაზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
- სტაჟიორობის კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტების კონკურსის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა, ჩატარდება კონკურსის მეორე ეტაპი - ტესტირება/კაზუსი ელექტრონული ფორმით;
- კონკურსის მეორე ეტაპის დასრულებიდან, გონივრულ ვადაში ჩატარდება კონკურსის მესამე ეტაპი – გასაუბრება (ზეპირი ფორმა).
- საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება კონკურსის შედეგების შესახებ მიიღება არაუგვიანეს 2027 წლის პირველი თებერვლისა.

