მთავარი ტექნოლოგი
- ანაზღაურება
- 4 000+ ₾
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ (საჭიროებიდან გამომდინარე შაბათი)
- მისამართი
- ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის I შესახვევი N6
- ბენეფიტები
- ფიქსირებულ ანაზღაურებას · კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას · Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას
სრული აღწერა
კომპანიის შესახებ
„სანდომი“ მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს. კომპანია აწარმოებს ფხვიერ და შოკოლადიან საკონდიტრო ნაწარმს და საქართველოს მასშტაბით 9 000-მდე სავაჭრო ობიექტშია წარმოდგენილი.
კომპანიის პრიორიტეტებია მაღალი ხარისხი, მომხმარებელზე ორიენტაცია, მუდმივი განვითარება და გუნდური მუშაობა. „სანდომი“ დანერგილი ISO 22000 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხისა და სურსათის უვნებლობის კონტროლს.
პოზიციის შესახებ
შპს „ვასაძის პურის“ ბრენდი „სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მთავარი ტექნოლოგი
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის I შესახვევი N6;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (საჭიროებიდან გამომდინარე შაბათი);
- ანაზღაურება: 4 000 ლარიდან (გამოსაცდელი ვადის შემდეგ, გამოსაცდელ ვადაში - შეთანხმებით)
ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობები
- პროდუქციის ასორტიმენტის განვითარება, ახალი რეცეპტურების შემუშავება და ტექნოლოგიური პროცესების განსაზღვრა;
- წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის შერჩევა, ხარისხის კონტროლი და წარმოებაში გამოყენების უზრუნველყოფა;
- ახალი ტექნოლოგიებისა და რეცეპტურების დანერგვის, ასევე არსებული რეცეპტურების განახლების პროცესის მართვა;
- ტექნოლოგიური ცვლილებების შესაბამისად, საწარმოო პერსონალის გადამზადებისა და ინსტრუქტაჟის უზრუნველყოფა;
- ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიური პროცესების დანერგვის კოორდინაცია და მათი მოთხოვნების დაცვის კონტროლი;
- ნედლეულის, შუალედური და მზა პროდუქციის ხარისხის მუდმივი კონტროლი;
- პროდუქციის ლაბორატორიული კვლევების საჭიროების განსაზღვრა და პროცესის ზედამხედველობა;
- პროდუქციის ეტიკეტირების პროცესში მონაწილეობა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით;
- ახალი პროდუქციის შექმნისა და გაუმჯობესების მიზნით საწარმოო ექსპერიმენტებში მონაწილეობა;
- სახელმწიფო სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების გათვალისწინებით, საწარმოო პროცესების მონიტორინგი და შესაბამისი ტექნოლოგიური პრინციპების დანერგვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;
- კვების პროდუქტების წარმოების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- მთავარ ან მსგავს ტექნოლოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება, სასურველია პურ-ფუნთუშეულის ან საკონდიტრო წარმოებაში;
- სახელმწიფო სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების ცოდნა პროდუქციისა და ნედლეულის მიმართულებით;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
საჭირო კომპეტენციები
- ანალიტიკური და ტექნოლოგიური აზროვნება;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ
- ფიქსირებულ ანაზღაურებას;
- კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
- მხარდამჭერ სამუშაო გარემოსა და განვითარების შესაძლებლობას.
ვეძებთ გამოცდილ და პროფესიონალ ტექნოლოგს, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოო პროცესების ტექნოლოგიურ გამართულობას, პროდუქციის ხარისხის კონტროლს, ახალი რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას.
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „ვასაძის პურის“ მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"სანდომი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მთავარი ტექნოლოგი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება


