ფინანსების მთავარი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 4 000 ₾
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- ქალაქი
- გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი 90 - ე ქუჩა No4
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ფინანსების მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი
ორგანიზაციის შესახებ:
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის“ საქმიანობის მთავარი მიზანი არის კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანების კეთილდღეობის უზრუნველყოფა, განვითარების ხელშეწყობა, მათი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისი მხარდაჭერა, რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია. ცენტრში დაგეგმილი ღონისძიებები და პროგრამები მიმართულია არასრულწლოვანთა გონებრივი, ემოციური, სოციალური და ფიზიკური განვითარებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერისკენ, რაც არასრულწლოვანს ეხმარება სრულფასოვან საზოგადოებრივ ინტეგრაციაში.
ცენტრი უზრუნველყოფს კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის თანასწორობას, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
კატეგორია:
ფინანსები
განცხადების ბოლო ვადა:
25.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
4000 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი 90 - ე ქუჩა №4
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
ა) ცენტრის ბიუჯეტის პროექტის შედგენა და საბიუჯეტო პროცესის მართვაში ჩართულობა;
ბ) ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვადასხვა წყაროების მიხედვით, შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა ბიუჯეტის მიზნებისთვის;
გ) ცენტრის ბიუჯეტის თვიური/კვარტალური/წლიური შესრულებების მომზადება/წარდგენა ხელმძღვანელობისა და სხვა უფლებამოსილი უწყებებისათვის;
დ) ცენტრის ყოველდღიური/ყოველთვიური ფულის მოძრაობის შესახებ ინფორმაციის მომზადება/წარდგენა ხელმძღვანელობისა და სხვა უფლებამოსილი უწყებებისათვის;
ე)ცენტრის ბალანსზე არსებული ავტომობილების ყოველთვიური საწვავის გაცემისა და თანამშრომელთა საკომუნიკაციო ხარჯების გაწევის შესახებ ინფორმაციის მომზადება/წარდგენა ხელმძღვანელობისა და სხვა უფლებამოსილი უწყებებისათვის;
ვ) თანამშრომელთა საშუალო თვიური რიცხოვნობის შესახებ ინფორმაციის მომზადება/წარდგენა ხელმძღვანელობისა და სხვა უფლებამოსილი უწყებებისათვის;
ზ) საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაცემების დამუშავებაში, ასევე კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებაში ჩართულობა;
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს შრომის კოდექსი;
- ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის საქართველოს კანონი;
- საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“;
- ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის #108 ბრძანება;
- „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანება;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 30 აპრილის №1203 ბრძანება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი 90 - ე ქუჩა №4
საკონტაქტო ტელეფონები:
511 14 41 18
საკონტაქტო პირი:
თათია მაწონაძე
დამატებითი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკური, ფინანსების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (ბაკალავრის აკადემიური ხარისხი)
- საჯარო სამსახურში ფინანსისტად მუშაობის მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
- შედეგზე ორიენტაცია;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- გუნდური მუშაობა;
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
- განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობა;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზი.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსის ეტაპები/ჩატარების გრაფიკი
- განაცხადების გადარჩევა − კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას უზრუნველყოფს სსიპ „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის“ ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი;
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს:
− უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
− სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ოფიციალური/სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტი დაკავებული თანამდებობ(ებ)ის, მუშაობის პერიოდ(ებ)ის - სამსახურის დაწყებისა და დასრულების სრული თარიღების - ფუნქცია-მოვალეობების მითითებით, სრული და კითხვადი ჩანაწერ(ებ)ი). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი.
− სტაჟირების შემთხვევაში აუცილებელია, დოკუმენტში ჩანდეს, იყო თუ არა საქმიანობა ანაზღაურებადი.
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა.
- აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა;
- კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს საკონკურსო განაცხადში მითითებულ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
- გასაუბრება - კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად, ქულათა სისტემით:
1 - მიუღებელი ან ზედმეტად კვალიფიციური; 2 - საშუალოზე დაბალი; 3 - საშუალო/კომპეტენტური; 4 - კარგი; 5 - ძალიან კარგი.
გარდა ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალისა, შემფასებელს აქვს უფლება, აირჩიოს შეფასების შემდეგი კატეგორიები: 1,3 ქულა, 2,5 ქულა, 4,4 და ა.შ.
გასაუბრებაზე გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა - 5).
ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისათვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
