ელექტრო ინჟინერი
- ანაზღაურება
- 3 000 ₾
- მისამართი
- თბილისი, ძმები კარბელაშვილების ქ.1
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ; 10:00-18:00
სრული აღწერა
"სთათიქ ლინკში" ელექტრო ინჟინრის ვაკანსია გვაქვს!
"სთათიქ ლინკ" დაარსდა 2022 წელს. კომპანია ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე სპეციალიზირებულია საინჟინრო სისტემების პროექტირების, ინსტალაციისა და შემდგომი სერვისების მიმართულებით.
ჩვენი ძირითადი მიმართულებებია: HVAC (გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია); წყალმომარაგება-წყალარინება (Plumbing); სანიაღვრე, ხანძარქრობის, სახანძრო ვენტილაციის სისტემები; ელექტროობა და სუსტი დენები.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
რას გთავაზობთ:
- ანაზღაურება: 3000 ლარი (დამოკიდებულია გამოცდილებასა და გასაუბრების შედეგებზე)
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ძმები კარბელაშვილების ქ.1
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00
რა ბენეფიტებს მიიღებთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კორპორატიული ნომერი
- Fitpass
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა
- პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული, პოზიტიური სამუშაო გარემო
- სასწავლო და კარიერული განვითარების პროგრამები
რისი გაკეთება მოგიწევთ:
- ელექტრო განაწილების დაფების სქემატური და ვიზუალური პროექტირება
- ელექტრო ინსტალაციისთვის საჭირო მასალების სიის მომზადება და შესყიდვების მართვის მხარდაჭერა
- ელექტრო სისტემების ტესტირებასა და ექსპლუატაციაში გაშვების პროცესის მონიტორინგი
- არქიტექტურული ნახაზების ანალიზი და მათი ინტეგრირება ელექტრო სისტემებთან
- ელექტრო გაყვანილობისა და უსაფრთხოების სისტემების საპროექტო ნახაზების მომზადება
- მოწყობილობების უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და წესების დაცვა
- მომხმარებელთან ერთად დეტალური ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება და კოორდინაცია
- პროექტის ბიუჯეტისა და კალენდარული გეგმის მომზადება
- ობიექტზე ვიზიტი, არსებული პირობების შეფასება და საჭირო გადაწყვეტილებების მიღება
- ბაზარზე არსებული ახალი ტექნოლოგიებისა და ტენდენციების შესწავლა/დანერგვა
- ხელმძღვანელის ინფორმირება მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ:
- სასურველია ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი საინჟინრო ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით
- სასურველია მსგავს პოზიციაზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- AutoCAD-ის ცოდნა (Eplan-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
- მონაცემთა დამუშავების და ვიზუალიზაციის პროგრამების ცოდნა
შერჩევის ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
- გასაუბრება.
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე: info@staticlink.ge
განაცხადის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
"STATIC LINK" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!


