ელექტრო და სუსტი დენების ინჟინერი
- ანაზღაურება
- 4 960 ₾
- მისამართი
- თბილისი
- გამოცდილება
- კანდიდატს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება ელექტრომომარაგების, სუსტი დენებისა და უსაფრთხოების სისტემების პროექტირების, სამონტაჟო სამუშაოების წარმოების ან ტექნიკური ზედამხედველობის მიმართულებით
სრული აღწერა
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს პროექტების დაგეგმვისა და შეფასების დეპარტამენტის ელექტრო და სუსტი დენების ინჟინრის ვაკანტურ პოზიციაზე.
ინფორმაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://mdf.org.ge ან Facebook გვერდზე: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
ვაკანტური პოზიცია: 1 (ერთი) ერთეული;
სამუშაო ადგილი: ქალაქი თბილისი;
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00, სრული განაკვეთი (შრომითი ხელშეკრულება);
ანაზღაურება: დარიცხული სახით - 4960 ლარი;
დამატებითი ბენეფიტი: სატელეფონო ლიმიტი.
ფუნქციები და მოვალეობები:
- საპროექტო გუნდების მიერ მომზადებული ელექტრომომარაგებისა და სუსტი დენების ნახაზების, გაანგარიშებებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის დეტალური რევიზია; მათი შესაბამისობის დადგენა მოქმედ სტანდარტებთან და დამკვეთის მოთხოვნებთან (ToR).
- პროექტების შესაბამისობის უზრუნველყოფა ტექნიკურ დავალებასთან, ადგილობრივ ნორმებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან (მაგ. IEC, IEEE, NFPA 72).
- საპროექტო გადაწყვეტილებების ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი, არაეფექტური გადაწყვეტილებების იდენტიფიცირება და ხარჯების ოპტიმიზაციისთვის რეკომენდაციების შემუშავება.
- მიმდინარე პროექტში ჩართულ სხვა საინჟინრო მიმართულებებთან (არქიტექტურა, კონსტრუქცია, გათბობის, ვენტილაცია, კონდიცირება - HVAC, მექანიკური სისტემები) მჭიდრო თანამშრომლობა; უზუსტობებისა და ცდომილებების (კოლიზიების) აღმოფხვრა
- პროექტის განხილვის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა და ტექნიკური შენიშვნების/კომენტარების მომზადება-გაცემა.
- ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ წარმოდგენილი სამუშაო ნახაზების, მასალებისა და აღჭურვილობის დამტკიცების ფორმებისა და შესრულების მეთოდოლოგიის განხილვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება (ელექტროინჟინერია / ელექტროენერგეტიკა / ტელეკომუნიკაცია / ავტომატიკა ან მომიჯნავე საინჟინრო მიმართულებით).
- სამუშაო გამოცდილება: კანდიდატს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება ელექტრომომარაგების, სუსტი დენებისა და უსაფრთხოების სისტემების პროექტირების, სამონტაჟო სამუშაოების წარმოების ან ტექნიკური ზედამხედველობის მიმართულებით.
პროფესიული ცოდნა და უნარები:
- ადგილობრივი ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (მაგ. IEC, IEEE, BS, NFPA 72).
- სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები
- საპროექტო და საინჟინრო პროგრამების (AutoCAD, Revit MEP - Electrical, Dialux) ცოდნა.
- საოფისე პროგრამები: MS Word, Excel, PowerPoint, Outlook, Gmail,
საკონკურსო მოთხოვნები:
- საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი;
- "მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილება;
- "ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილება;
- "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №558;
- საქართველოს კანონი "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ".
კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, 2026 წლის 10 ნოემბრამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@mdf.org.ge უნდა წარმოადგინოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტაცია და subject-ში მიუთითოს ვაკანსიის დასახელება "ელექტრო და სუსტი დენების ინჟინერი".
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე (CV) (hr.gov.ge-ს ფორმატში) - PDF ფაილით (PDF ფაილის დასახელება: CV- სახელი და გვარი (ქართულ ენაზე));
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
კონკურსის ეტაპები:
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.
წარმოდგენილი რეზიუმეების განხილვისა და გადარჩევის შემდგომ, დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს მათ მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე და ეცნობებათ ინფორმაცია გასაუბრების თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ.
არასრულყოფილად ან/და დადგენილი მოთხოვნის დაცვის გარეშე წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
საკონტაქტო პირი (+995) 577 07 05 15 თამარ სარაჯიშვილი.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
