ეკონომიკური სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების სტაჟიორი
- ანაზღაურება
- 720 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ეკონომიკური სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების სტაჟიორი
კონკურსის ტიპი:
სტაჟირება
ორგანიზაცია:
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ორგანიზაციის შესახებ:
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში. სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, გარემოს დაბინძურების ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა და სხვა.
კატეგორია:
საფინანსო/საბიუჯეტო
განცხადების ბოლო ვადა:
29.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
720 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- ორგანიზაციის მუშაობის სპეციფიკის გაცნობა;
- კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
- სამსახურებრივი დოკუმენტაციის გაცნობა და სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა) სარგებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე დაესწრება და მონაწილეობის მიღება.
მინიმალური განათლება:
სტუდენტი
საკონკურსო თემატიკა:
- „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
- „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებ
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ვლადიმერ წითლანაძის I შესახვევი №1 (გ. გულუას ქ. მიმდებარედ)
საკონტაქტო ტელეფონები:
2 72 02 69
დამატებითი მოთხოვნები:
- სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მე-2 ან მე-3 საფეხურზე ან/და დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური - საფინანსო/საბიუჯეტო მიმართულებით, დეტალური სფერო: ეკონომიკა, აღრიცხვა და დაბეგვრა: ფინანსური აღრიცხვა, ბუღალტრული აღრიცხვა, ფინანსები, საბანკო საქმე და დაზღვევა: ფინანსები, საბანკო საქმე, ინვესტიციები და ფინანსური პორტფელების მართვა/ ინვესტიციების მართვა, საფინანსო სერვისები.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსანტი ვალდებულია ატვირთოს დოკუმენტი, რომ სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მე-2 ან მე-3 საფეხურზე ან/და დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური.
- ანაზღაურებადი სტაჟირება შეადგენს 6 თვეს.
- უცხოენოვანი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, წარმოადგინოთ მისი თარგმანი ქართულ ენაზე და ნოტარიულად დამტკიცებული ეგზემპლიარი, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტი არ განიხილება.
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე.
- კონკურსის ეტაპების შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ მათ მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, აპლიკაციების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში.
