დოკუმენტაციის კონტროლის სპეციალისტი
გამოქვეყნდა 25 ნოებოლო ვადა: 23 დეკ
- ანაზღაურება
- 950+ ₾
- მისამართი
- თბილისი, არჩილ სულაკაურის 4
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი (ორშ–პარ, 10:00 - 19:00, შაბათს 10:00 - 14:00)
- ბენეფიტები
- სრულფასოვან სწავლებას ადგილზე · კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების რეალურ პერსპექტივას საფინანსო სექტორში · მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს
სრული აღწერა
ჩიპ მანი აცხადებს ვაკანსიას დოკუმენტაციის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, არჩილ სულაკაურის 4
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00 , შაბათს 10:00 - 14:00)
ანაზღაურება: 950 +ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- საკრედიტო და საოპერაციო დოკუმენტაციის (სესხის ხელშეკრულებები, კლიენტის პირადი მონაცემების ) სისრულისა და სისწორის შემოწმება;
- დოკუმენტებში არსებული უზუსტობების/ხარვეზების გამოვლენა და ფილიალებთან/საკრედიტო ექსპერტებთან კომუნიკაცია მათი დროულად გასწორების მიზნით;
- მატერიალური დოკუმენტაციის დასკანერება, დახარისხება, საოპერაციო პროგრამაში ატვირთვა და ფიზიკური არქივის წარმოება;
- დოკუმენტაციის შესაბამისობის კონტროლი კომპანიის შიდა სტანდარტებთან;
- ხელმძღვანელობისთვის ყოველთვიური და ყოველდღიური ანგარიშების (რეპორტების) მომზადება დოკუმენტაციის მდგომარეობისა და გამოვლენილი ხარვეზების სტატისტიკის შესახებ.
- შიდა და გარე აუდიტის პროცესში მოთხოვნილი დოკუმენტაციის ოპერატიული მოძიება და მიწოდება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის მიმართულებით.
- სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის (საბანკო/მიკროსაფინანსო სფეროში სტაჟირება ჩაითვლება უპირატესობად);
- საოფისე პროგრამების (MS Excel, MS Word) საბაზისო დონეზე ცოდნა;
- ქართული ენის გამართულად ცოდნა (როგორც წერილობითი, ისე ზეპირი).
პიროვნული უნარები:
- დეტალებისადმი მაქსიმალური ყურადღება და სიზუსტე;
- სწრაფად ათვისებისა და სწავლის სურვილი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
- ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- სრულფასოვან სწავლებას ადგილზე
- კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების რეალურ პერსპექტივას საფინანსო სექტორში;
- მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე:info@cheapmoney.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ: „დოკუმენტაციის კონტროლის სპეციალისტი“.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება


