დისტანციური გაყიდვებისა და მხარდაჭერის გუნდის სუპერვაიზერი
- მისამართი
- თბილისი, მერაბ კოსტავას 14
- სამუშაო გრაფიკი
- 5/2 (დინამიური/ცვლებში)
სრული აღწერა
კომპანია "გასა" (GASA) — რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი ავიაკომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines და Air Arabia — აცხადებს ვაკანსიას დისტანციური გაყიდვებისა და მხარდაჭერის გუნდის სუპერვაიზერის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- დისტანციური გაყიდვებისა და მხარდაჭერის გუნდის ყოველდღიური პროცესების კოორდინაცია
- გუნდის წევრების მხარდაჭერა, მონიტორინგი და მომსახურების ხარისხის კონტროლი
- რთული/პრობლემური ქეისების გადაწყვეტა
- შემომავალი ზარებისა და ონლაინ კომუნიკაციის პროცესების წარმართვა/ჩართულობა
- გაყიდვების მიზნების შესრულებაზე ზრუნვა და შედეგების ანალიზი
- დისციპლინის, სტანდარტებისა და პროცედურების დაცვაზე ზედამხედველობა
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
- რუსულისა და ინგლისური ენის ცოდნა
- საოფისე პროგრამების თავისუფლად ფლობა
- გაყიდვების ან ტურისტული გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
- სატელეფონო მომსახურების (ქოლ-ცენტრის) პროცესებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
- სუპერვაიზერის ან გუნდის ლიდერის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
უნარ-ჩვევები:
- ეფექტური ლიდერობისა და გუნდის მართვის უნარი
- სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
- კომუნიკაციისა და ინფორმაციის ნათლად გადაცემის უნარი
- სწრაფად და სწორად გადაწყვეტილებების მიღების უნარი
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე მაღალი ორიენტირებულობა
ლოკაცია: თბილისი, მერაბ კოსტავას 14
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
გრაფიკი: 5/2 (დინამიური/ცვლებში)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: hr@gasa.ge.
სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: დისტანციური გაყიდვებისა და მხარდაჭერის გუნდის სუპერვაიზერი.
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
