მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის კოორდინატორი
- ანაზღაურება
- 2 600 ₾ / თვე
- მისამართი
- თბილისი, მ.თამარაშვილის 13
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- 3 წელი
სრული აღწერა
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის კოორდინატორის პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მომხმარებელთა მხარდაჭერის პროცესების კოორდინაციაზე, მომსახურების ხარისხის მონიტორინგზე, მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზსა და შესაბამისი პროცესების გაუმჯობესების ხელშეწყობაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები
მომხმარებელთა მხარდაჭერის პროცესებისა და მომხმარებელთა უკუკავშირის მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
მომსახურების პროცესში არსებული ტექნიკური, ფუნქციური და ოპერაციული ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან კოორდინაცია;
მომხმარებელთა მოთხოვნების, პრეტენზიებისა და საჩივრების ანალიზი და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებებში მონაწილეობა;
ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა საჭიროებების კვლევა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
მომხმარებელთა მომსახურებასთან დაკავშირებული ინსტრუქციების, პროცესების, კომუნიკაციის სტანდარტებისა და სხვა სამუშაო დოკუმენტაციის შემუშავებასა და განახლებაში მონაწილეობა;
მომხმარებელთა მხარდაჭერის პროცესებთან დაკავშირებული ანგარიშების, ანალიტიკური მასალებისა და რეკომენდაციების მომზადება, მათ შორის ჩინურ ენაზე;
ჩინურენოვანი მენეჯმენტისთვის პერიოდული რეპორტების, შეჯამებებისა და სამუშაო ინფორმაციის მომზადება და წარდგენა;
კომპანიის მიმდინარე პროექტებისა და მომხმარებელთა მხარდაჭერასთან დაკავშირებული სამუშაო პროცესების კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მომხმარებელთა მხარდაჭერის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
ჩინური ენის თავისუფლად ცოდნა - მანდარინი სავალდებულოა;
ჩინურ ენაზე ზეპირი და წერილობითი პროფესიული კომუნიკაციის მაღალი დონე, მათ შორის ანგარიშების, რეპორტებისა და სამუშაო მასალების მომზადების უნარი
Microsoft Office-ის პროგრამების, მათ შორის Excel-ის, Word-ისა და PowerPoint-ის, პროფესიულ დონეზე გამოყენების უნარი;
ძლიერი ანალიტიკური, ორგანიზაციული და კომუნიკაციური უნარები;
პრობლემების იდენტიფიცირებისა და ეფექტური გადაწყვეტილებების შეთავაზების უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და კონფიდენციალური ინფორმაციის მართვის უნარი.
პროფესია: არ არის მოთხოვნილი
სამუშაო ადგილი: მ.თამარაშვილის 13
ვაკანსიების რაოდენობა: 5
ხელფასი: 2600 ₾ / თვე
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები
დასაქმების ფორმა: სრული
გამოცდილება: 3 წელი
ენები: ჩინური (მშობლიური)
უნარები: ანალიზი, ერთგულება, შედეგზე ორიენტაცია, ინსტრ. და პროცედურების დაცვა, სტრესის მიმართ გამძლეობა, საქმიანი აზროვნება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

