დისტანციური გაყიდვებისა და მხარდაჭერის ოპერატორი
- მისამართი
- თბილისი, მერაბ კოსტავას 14
- სამუშაო გრაფიკი
- 5/2 (დინამიური/ცვლებში)
სრული აღწერა
კომპანია "გასა" (GASA) — რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი ავიაკომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines და Air Arabia — აცხადებს ვაკანსიას დისტანციური გაყიდვებისა და მხარდაჭერის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.
ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს დისტანციური გაყიდვებისა და მხარდაჭერის ოპერატორის პოზიციაზე — როლზე, რომელიც მომხმარებლის მხარდაჭერასა და გაყიდვებს აერთიანებს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლის მხარდაჭერა: შემომავალი ზარების, ჩატებისა და ელ. ფოსტის დამუშავება; მომხმარებლისთვის კონსულტაციისა და ინფორმაციის მიწოდება; ავიაბილეთებისა და ჯავშნების ცვლილება და გაუქმება; პრეტენზიების მოგვარება.
- გაყიდვები: მომხმარებლის საჭიროების გამოკვლევა, შეთავაზება, შეპასუხებებთან მუშაობა, გაყიდვის დახურვა და დამატებითი სერვისების შეთავაზება; ავიაბილეთების დაჯავშნა/გამოწერა და გაყიდული ბილეთების აღრიცხვა.
- სტანდარტების დაცვა: დისტანციური გაყიდვების ტექნიკების, სატელეფონო ეტიკეტისა და საუბრის სტრუქტურის დაცვა; ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
- ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- ჯავშნების პლატფორმების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (აუცილებელია სწრაფად სწავლის მზადყოფნა)
- უპირატესობა მიენიჭება დისტანციური გაყიდვების, ქოლ-ცენტრის ან ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილებას.
უნარ-ჩვევები და პიროვნული თვისებები:
- შედეგზე ორიენტირებულობა
- დეტალებზე ყურადღება
- კომუნიკაციისა და ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი
- სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
პირობები:
- ლოკაცია: თბილისი, მერაბ კოსტავას 14
- გრაფიკი: 5/2 (დინამიური/ცვლებში)
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: hr@gasa.ge. სათაურის ველში (Subject) გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "დისტანციური გაყიდვებისა და მხარდაჭერის ოპერატორი".
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

