ბიზნეს სტატისტიკის დეპარტამენტის მრეწველობის, მშენებლობისა და ენერგეტიკის სტატისტიკის სამმართველოს სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 240 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- მთავარი მოთხოვნა
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ატვირთვა
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ბიზნეს სტატისტიკის დეპარტამენტის მრეწველობის, მშენებლობისა და ენერგეტიკის სტატისტიკის სამმართველოს სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი)
კატეგორია:
სტატისტიკა
განცხადების ბოლო ვადა:
25.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2240 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- მრეწველობის, მშენებლობის და ენერგეტიკის დარგებში სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობით დაკავებულ სუბიექტებზე სტატისტიკური გამოკვლევების მონაცემთა შეგროვება, კონტროლი, ანალიზი, გავრცელება და შენახვა;
- მრეწველობის, მშენებლობის და ენერგეტიკის დარგებში სტატისტიკური გამოკვლევების მეთოდოლოგიურ სამუშაოებში უშუალო მონაწილეობა;
- ენერგეტიკული ბალანსის პუბლიკაციისათვის მასალების მომზადება;
- მრეწველობის, მშენებლობის და ენერგეტიკის დარგებში სტატისტიკური გამოკვლევების საველე სამუშაოების მიმდინარეობის კოორდინაცია (ინტერვიუერი, საწარმოს წარმომადგენელი, განყოფილების თანამშრომელი);
- მრეწველობის, მშენებლობის და ენერგეტიკის დარგებში სტატისტიკური გამოკვლევების მონაცემთა ბაზების გაწმენდის (მონაცემთა ლოგიკური კონტროლების განხორციელება, საეჭვო მონაცემების აღმოჩენა), დამუშავების (იმპუტაციები და სხვა) და ანალიზური ინფორმაციის მომზადებაში მონაწილეობა;
- საარქივო მასალების მომზადება და არქივზე გადაცემა;
- სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკურ ინფორმაციაზე მოთხოვნების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება;
- ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
საკონკურსო თემატიკა:
- ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს მთავრობის 2023 წლის 27 სექტემბრის N375 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულება“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ცოტნე დადიანის ქ. N30
საკონტაქტო ტელეფონები:
2 367210 (104); 2 367210 (138)
საკონტაქტო პირი:
შორენა კობიაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მათემატიკის და სტატისტიკის, სოციალური და ქცევითი მეცნიერებების, ბიზნესი და ადმინისტრირების მიმართულებით (სასურველია უმაღლესი განათლება სტატისტიკის, მათემატიკის ან ეკონომიკის სპეციალობით);
•სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პროფესიული უნარები
ბიზნეს სტატისტიკაში არსებული საერთაშორისო მეთოდოლოგიების, სტანდარტებისა და რეკომენდაციების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება, მათ შორის:
- მრეწველობა, მშენებლობა, ენერგეტიკა;
- საერთაშორისო კლასიფიკატორებთან მუშაობის გამოცდილება (NACE, CPA);
- ადმინისტრაციულ წყაროებთან მუშაობის გამოცდილება;
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.
პერსონალური უნარები
- ორგანიზაციის მისიის, საჯარო სამსახურის ეთიკისა და საზოგადოებრივი სარგებლის გაგების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვების უნარი;
- მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება/ანალიზის უნარი;
- კვლევის მეთოდების გამოყენების უნარი;
- ხარისხობრივი მონაცემების დამუშავების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შედეგებზე ორიენტაციის უნარი;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- სტრესის ზემოქმედების ქვეშ ეფექტიანად მუშაობის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
სავალდებულოა განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ატვირთვა.
აუცილებელია კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა, სადაც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კონკრეტულ თანამდებობაზე მუშაობის დაწყება და რატომ მიიჩნევს, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში გასაუბრებაზე შეიძლება განხორციელდეს გასაუბრების აუდიო ჩაწერა.
კანდიდატის გასაუბრებაზე დაბარება მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
