ავტოპარკის მენეჯერი
- ანაზღაურება
- 1 000 ₾
- მისამართი
- ქ. თბილისი
სრული აღწერა
"ახალი ხედვა" საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო ჯგუფია, რომელიც აერთიანებს ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური სამედიცინო პროდუქციის მაღაზიათა ქსელს.
სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის მენეჯერი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 2 დღე ოფისში, საჭიროებისამებრ ობიექტებზე და ავტოსერვისებში ვიზიტებით.
ანაზღაურება: 1000 ლარი (NET)
პოზიციის მიზანი:
კომპანიის მფლობელობაში არსებული ავტოპარკის გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის, მომსახურების, დოკუმენტაციისა და საოპერაციო ხარჯების მართვა და კონტროლი.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
ავტოპარკის მართვა
- ავტოპარკის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
- გეგმიური სერვისების, ტექდათვალიერებებისა და დაზღვევების კონტროლი;
- ავტოსერვისებთან, სადაზღვევო კომპანიებთან და სხვა მომსახურების მომწოდებლებთან ურთიერთობა;
- ავტომობილების დაზიანებებისა და სარემონტო პროცესების კოორდინაცია;
- ავტომობილების ტექნიკური დოკუმენტაციის მართვა;
- საწვავის ხარჯვის მონიტორინგი;
- ავტომობილების სისუფთავისა და ვიზუალური სტანდარტების მონიტორინგი;
- მძღოლებთან და ავტომობილებით მოსარგებლე თანამშრომლებთან კომუნიკაცია და ავტოპარკთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია;
- ავტოპარკთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოწესრიგება;
- საწვავის მოხმარებისა და ხარჯების აღრიცხვა, მონიტორინგი და ანალიზი;
- ავტომობილების სარემონტო და საექსპლუატაციო ხარჯების კონტროლი;
- ავტოპარკთან დაკავშირებული ჯარიმების აღრიცხვა, შესაბამისი პირების ინფორმირება და გადახდის ვადების კონტროლი;
- ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- უშუალო ხელმძღვანელის დამატებითი მითითებების შესრულება ფუნქცია-მოვალეობის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ავტოპარკის ან სატრანსპორტო პროცესების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისა და სარემონტო პროცესების ორგანიზების გამოცდილება;
- MS Office-ის ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- პრობლემების გადაჭრა;
- დაგეგმვა და ორგანიზება;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- დეტალებზე ორიენტაცია;
- ხარჯების კონტროლის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.
ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge. აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.
თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.

