ავტოპარკის მართვის მენეჯერი
გამოქვეყნდა 26 ნოებოლო ვადა: 26 დეკ
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
- კომპანიის ავტოპარკის მართვა, ავტომობილების ეფექტიანი გამოყენებისა და ყოველდღიური სამუშაო პროცესის ორგანიზება;
- სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური და ვიზუალური მდგომარეობის მუდმივი კონტროლი;
- ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისა და გეგმური მომსახურების ვადების მონიტორინგი;
- საჭიროების შემთხვევაში, სარემონტო სამუშაოების ორგანიზება და შესაბამის სერვისცენტრებთან თანამშრომლობა;
- საწვავის ხარჯების კონტროლი, აღრიცხვა და ოპტიმიზაცია;
- სატრანსპორტო დოკუმენტაციისა და ზედნადებების სისწორისა და სისრულის შემოწმება ავტომობილების ქსელში გასვლამდე;
- საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის კონტროლი;
- კომპანიის სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული ჯარიმების სისტემური აღრიცხვა და მონიტორინგი;
- გამოწერილი ჯარიმების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება ხელმძღვანელობისა და შესაბამისი მძღოლებისთვის;
- დარღვევების გამომწვევი მიზეზების შესწავლა, პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
- ჯარიმების დადგენილ ვადებში, მათ შორის შეღავათიანი გადახდის პერიოდში, დაფარვის კონტროლი;
- სატრანსპორტო პროცესებთან დაკავშირებული პერიოდული ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
- სატრანსპორტო საკითხებთან დაკავშირებით კომპანიის ინტერესების წარმოდგენა პარტნიორებთან, სერვისცენტრებსა და სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
