ავტოპარკისა და ლოჯისტიკის მენეჯერი
- ქალაქი
- ქუთაისი
- სამუშაო გრაფიკი
- სტანდარტული
სრული აღწერა
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკისა და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
"ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. "ინექს გრუპი" ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
გრაფიკი: სტანდარტული
საქმიანობის აღწერა:
- კურიერების მართვა და ყოველდღიური სამუშაო პროცესის კოორდინაცია;
- ახალი პარტნიორების მოძიება და მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება;
- ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და სერვისის ორგანიზება;
- მიმდინარე საოპერაციო საკითხების დროული მოგვარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- ლოჯისტიკის, ავტოპარკის ან გუნდის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა) — სავალდებულო.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება.
კომპანია "ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
