ავტოგაქირავების კომპანიის გენერალური მენეჯერი
- ანაზღაურება
- 2 500 ₾
- ქალაქი
- თამარ მეფის გამზირი
სრული აღწერა
ავტოგაქირავების კომპანიის გენერალური მენეჯერი
ვეძებთ გენერალური მენეჯერს კომპანიისთვის Georgian Daily Driver. კომპანია ოპერირებს ავტომობილების გაქირავების მიმართულებით და მომხმარებელს სთავაზობს ავტოგაქირავების, ტრანსფერების და ტურების სერვისებს. კომპანია ემსახურება როგორც ტურისტებს, ასევე ადგილობრივ და კორპორატიულ კლიენტებს.
პოზიციაზე მივესალმებით ავტოგაქირავების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ტურიზმის ან მსგავსი მიმართულების ბიზნესის მართვის გამოცდილების მქონე კანდიდატს, რომელიც წარმართავს კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას, იზრუნებს ავტოპარკის გამართულობაზე, უხელმძღვანელებს გუნდს და ბიზნესის განვითარების პროცესს.
სამუშაო ადგილი: თამარ მეფის გამზირი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული 2500 ლარი (NET) + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის, ოპერაციული პროცესების მართვა;
- ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი, ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება და კომპანიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება/განხორციელება;
- ფასების პოლიტიკის შემუშავება, კომპანიის ბიუჯეტის დაგეგმვა, ფინანსური მაჩვენებლების, შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი, ფულადი ნაკადებისა და მომგებიანობის კონტროლი;
- გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა, ახალი პარტნიორებისა და გაყიდვების არხების განვითარება;
- ავტოპარკის მართვა, განვითარება, განახლება და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
- ავტოპარკის დატვირთვის (utilization), ხელმისაწვდომობისა და მიწოდება/დაბრუნების ლოგისტიკის ოპტიმიზაცია;
- ტრანსფერებისა და ტურების ოპერირება: ჯავშნების მიღება, მძღოლების განაწილება, მარშრუტებისა და ვადების დაგეგმვა, სერვისის ხარისხის კონტროლი;
- მომწოდებლებთან და პარტნიორებთან (ავტოდილერები, ლიზინგი/საფინანსო კომპანიები, ავტოსერვისები, სამრეცხაოები, პარკინგები) კავშირების დამყარება, მოლაპარაკების წარმოება და ურთიერთობა;
- კომპანიის გუნდის მართვა, თანამშრომლების შერჩევა, განვითარება, მოტივაცია და საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება;
- კლიენტთა მომსახურების ხარისხის, მათთან ურთიერთობის პროცედურების და წესების დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი (მათ შორის დოკუმენტების შემოწმების, ხელშეკრულების გაფორმების და ა.შ.);
- კომპანიის საქმიანობის შედეგებზე რეგულარული ანგარიშგება მფლობელთან.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- მინიმუმ 2 წლიანი მენეჯერული გამოცდილება;
- ავტოპარკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ავტოგაქირავების, ტურიზმის ან მსგავსი მომსახურების ბიზნესის მართვის გამოცდილება;
- ავტომობილის ტექნიკური მომსახურების, დაზღვევისა და ზარალების მართვის, ქირავნობის, პასუხისმგებლობისა და დეპოზიტის საკითხების საფუძვლების ცოდნა;
- ბიზნესის ფინანსურ შედეგებზე (P&L) პასუხისმგებლობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია).
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@stream.com.ge არაუგვიანეს 11 დეკემბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური (www.stream.com.ge). შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

