გენერალური მენეჯერი
გამოქვეყნდა 6 ნოებოლო ვადა: 5 დეკ
- ანაზღაურება
- 1 800 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- სრული · 10:00-19:00
სრული აღწერა
სასტუმრო "მანუფაქტურა" აცხადებს ვაკანსიას გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე.
სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის 15 ნომერი და რესტორანი,მდებარეობა: ქ.თბილისი
გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- ოპერაციული სტანდარტების შემუშავება, დანერგვა და მათი შესრულების მონიტორინგი;
- გუნდის ეფექტური ხელმძღვანელობა, თანამშრომელთა მოტივაცია და პროფესიული განვითარება;
- პერსონალის სამუშაო განრიგის, დატვირთვისა და ეფექტურობის ოპტიმიზაცია;
- ფინანსური და ოპერაციული სტრატეგიის განსაზღვრა და განხორციელება;,
- ბიუჯეტის ეფექტური მართვა და ხარჯების ოპტიმიზაცია;
- მომსახურების მაღალი ხარისხის კონტროლი და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- გაყიდვებისა და მარკეტინგული აქტივობების მხარდაჭერა და მონიტორინგი;
- სადისტრიბუციო არხების ეფექტური მართვა და ოპტიმიზაცია;
- სასტუმროს გრძელვადიანი განვითარების გეგმის შემუშავება და განხორციელება;
- სტუმრების უკუკავშირის მართვა და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
- უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების დაცვა და კონტროლი;
- მენეჯმენტისთვის რეპორტინგის წარმოება და მონაცემთა ანალიზი.
მოთხოვნები:
- სტუმარმასპინძლობის სფეროში ხელმძღვანელ პოზიციაზე მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- ლიდერობის და გუნდის მართვის უნარ-ჩვევები;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
- უცხო ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, სასტუმროს მართვის სისტემა - Otelms).
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი:10:00-19:00
ანაზღაურება:1800 ლარიდან
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელმისამართზე: georginia1914@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "გენერალური მენეჯერი".ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: +995591013931
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- უფროსი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 1800
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 3 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
