ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
- ანაზღაურება
- 1 318 ₾
- მისამართი
- გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი კაჭრეთი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - კოლეჯი "აისი"
ორგანიზაციის შესახებ:
კოლეჯი „აისი“ კახეთის რეგიონში ლიდერი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. კოლეჯის ისტორია 1980 წლიდან იწყება. კოლეჯი „აისი“ არის პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებული ორგანიზაცია. სასწავლო პროცესი მიმართულია არა მხოლოდ სტუდენტის ინფორმაციითა და ცოდნით აღჭურვისკენ, არამედ ამ ცოდნის გამოყენებისა და განვრცობის, მის საფუძველზე ახლის მოძიებისკენ. ამიტომ, აქ ცოდნის მიღების პარალელურად, სტუდენტებსა და მსმენელებს ვეხმარებით ძლიერი პიროვნული მახასიათებლების განვითარებაში, მათ საზოგადოებასა და სოციალურ გარემოში ინტეგრაციაში, საკუთარი უნარებისა და სოციალური როლის გააზრებაში. კოლეჯი „აისი“ მოიცავს კახეთის თითქმის მთელ რეგიონს და ძირითადად, ოთხ მუნიციპალიტეტშია განთავსებული: გურჯაანის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. კოლეჯის მიზანია, მაღალი პროფესიული სტანდარტების დანერგვა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება. კოლეჯის გუნდი მუდმივად ისწრაფვის განვითარებისა და სრულყოფილებისაკენ.
კატეგორია:
ადამიანური რესურსების მართვა
განცხადების ბოლო ვადა:
27.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
1318 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი კაჭრეთი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
კვალიფიციური კადრების მოზიდვის, საკადრო პოლიტიკის ოპტიმიზაციის, პერსონალის მოტივირების, შრომითი და კმაყოფილების ზრდის მიზნით რეკომენდაციის მომზადება;
კოლეჯის პერსონალის მოტივაციისა და კმაყოფილების, აგრეთვე შეფასების, დისციპლინარული პოლიტიკის, პროცედურებისა და აღრიცხვიანობის სისტემის დანერგვა;
კოლეჯის თანამშრომელთა ხელშეკრულებების მართვა, მათ შესახებ მონაცემების შეგროვება/შენახვის პროცესის ადმინისტრირება;
ახორციელებს შრომითი ურთიერთობის დასამყარებლად წინასახელშეკრულებო და ხელშეკრულების დასადებად აუცილებელი სამუშაოების შესრულებას;
კოლეჯის ახალი კადრების სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა და მართვა, მათი ახალ სამუშაო გარემოში ეფექტურად ჩართვის მიზნით;
კოლეჯში კადრების სტაბილურობისა და დენადობის პერიოდული ანალიზი, ძირითადი მიზეზებისა და ტენდენციების იდენტიფიცირება. ამასთან დაკავშირებით, დირექტორისთვის პერიოდულად ანგარიშების მიწოდება;
პერსონალის საქმიანობის შეფასება და პროფესიული განვითარების საჭიროებათა კვლევა;
კონსულტაციებისა და დახმარების გაწევა, კოლეჯის სტრუქტურული ერთეულებისათვის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში;
ვაკანსიის (არსებობის შემთხვევაში) შევსების პროცესის კოორდინაცია;
პერსონალის პირადი საქმეების შენახვა/მათი პერსონალური ინფორმაციის დაცვა;
პროფესიული სტუდენტების/მსმენელების პირადი საქმეების შენახვა/მათი პერსონალური ინფორმაციის დაცვა;
სამუშაოს შესრულება კოლეჯის „ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის“
შესაბამისად.
მონაწილეობს სამოქმედო გეგმების შემუშავებაში და ანგარიშის შედგენაში.
კომპეტენციის ფარგლებში შიდა მარეგულირებელი აქტების შემუშავება-განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით და დირექტორის მიერ დაკისრებულ სხვა ვალდებულებებს კომპეტენციის და ინტერესთან კონფლიქტის გამორიცხვის ფარგლებში.
მისი უფლებამოსილების შეწყვეტის ან განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით წინასწარ განსაზღვრული პირი.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე გასაუბრება მოიცავს შემდეგ საკითხებს: შრომითი ურთიერთობები - საქართველოს შრომის კანონმდებლობის ძირითადი საკითხები, შრომითი ხელშეკრულების გაფორმება, ცვლილება და შეწყვეტა, სამუშაო დროისა და შვებულების აღრიცხვა; პერსონალის შერჩევა და ადაპტაცია - ვაკანსიის მოთხოვნების განსაზღვრა, კანდიდატების შეფასება და ახალი თანამშრომლის სამუშაოზე ადაპტაცია; საკადრო დოკუმენტაციის წარმოება - თანამშრომელთა პირადი საქმეების, საკადრო ბრძანებებისა და რეესტრების წარმოება, ხელშეკრულებებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მოქმედების ვადების კონტროლი; სამუშაოს შესრულების შეფასება და პროფესიული განვითარება - შეფასების მეთოდები, უკუკავშირი და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების საჭიროებების გამოვლენა; პერსონალური მონაცემების დაცვა - საკადრო ინფორმაციის კონფიდენციალურობა, დოკუმენტებზე წვდომა და ინფორმაციის გაზიარება; ადამიანური რესურსების მართვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში - ადმინისტრაციულ პერსონალთან და პროფესიული განათლების მასწავლებლებთან მუშაობა, კოლეჯის ლოკაციებს შორის საკადრო პროცესების კოორდინაცია და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშგება; სამუშაო სიტუაციების ანალიზი - საკადრო დოკუმენტაციაში ხარვეზების გამოვლენა, რეაგირების პრიორიტეტების განსაზღვრა და შესაბამისი წერილობითი დოკუმენტის მომზადება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი კაჭრეთი
საკონტაქტო ტელეფონები:
577557150
საკონტაქტო პირი:
მალხაზი ასლამაზაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- კანდიდატს სასურველია განათლება ქონდეს განათლების ადმინისტრირების, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით .
კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- პარტნიორობის განვითარების უნარი ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე;
- სტრატეგიული დაგეგმვისა და კომპლექსური აზროვნების უნარი;
- დროის ეფექტური მართვის უნარი
დამატებითი ინფორმაცია:
აუცილებელია კანდიდატმა:
- განათლების გრაფაში ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- შეავსოს "სამოტივაციო წერილის" ველი
-კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება განსაზღვრულ მოთხოვნებს, არასრულად ექნება მითითებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე;
- კანდიდატებს ნებისმიერი (დადებითი/უარყოფითი პასუხი) ინფორმაცია ეცნობებათ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
- წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ სსიპ კოლეჯი ,,აისი“ , პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის
ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ქულათა სისტემის საშუალებით განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.

