ვიდეოგრაფი/ვიდეოედიტორი
- მისამართი
- თბილისი, ბაგები
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 10:00-19:00 (1 საათი შესვენება)
სრული აღწერა
"Scope" არის თანამედროვე, დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ქმნის ციფრულ გამოცდილებას და ეხმარება ბრენდებს ზრდასა და განვითარებაში.
ჩვენ გვჯერა, რომ კარგი შედეგების უკან ძლიერი გუნდი, თამამი იდეები, გამართული პროცესები და მუდმივი განვითარება დგას. სწორედ ამიტომ, ვქმნით გარემოს, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, აიღონ პასუხისმგებლობა, გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები და რეალური გავლენა მოახდინონ კომპანიის წარმატებაზე.
პოზიციის შესახებ:
ვეძებთ ვიდეოგრაფს/ვიდეოედიტორს, რომელიც გახდება ჩვენი ვიდეოპროდაქშენის გუნდის მნიშვნელოვანი წევრი და შექმნის ვიდეოკონტენტს სხვადასხვა ბრენდისთვის, გადაღებიდან მზა ვიდეომდე.
შენი მთავარი მისია იქნება სოციალური ქსელებისა და სარეკლამო მიზნებისთვის ხარისხიანი, დროული და შედეგზე ორიენტირებული ვიდეოების მომზადება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად.
ეს არ არის მხოლოდ გადაღებისა და მონტაჟის პოზიცია. ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც გაიგებს ბრენდის მიზანს, იზრუნებს ტექნიკასა და მასალის უსაფრთხოებაზე, იმუშავებს ორგანიზებულად და გუნდთან მჭიდრო კოორდინაციაში შექმნის საუკეთესო შედეგს.
შენი ძირითადი მოვალეობები იქნება:
- ვიდეოკონტენტის გადაღება სხვადასხვა ბრენდისთვის (პროდუქტის, ბრენდისა და კომერციული ვიდეოები);
- Reels-ის, TikTok-ის, Shorts-ისა და promo ვიდეოების შექმნა;
- shooting setup-ის მომზადება და ტექნიკური კონტროლი;
- ვიდეომონტაჟი Adobe Premiere Pro-ში: subtitles, pacing, transitions, sound design და color correction;
- Production Head-ისა და SMM გუნდის brief-ების მიხედვით მუშაობა;
- კამერის, განათების, მიკროფონებისა და სხვა ტექნიკის გამართულ მდგომარეობაზე ზრუნვა;
- ფაილების backup-ი, archive management და raw footage-ის ორგანიზებული შენახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- 2+-წლიანი გამოცდილება ვიდეოგრაფის/ვიდეო ედიტორის პოზიციაზე;
- ძლიერი პორტფოლიო ან showreel, რომელიც აჩვენებს სხვადასხვა ტიპის ვიდეოს (Reels, რეკლამა, პროდუქტის ვიდეო და სხვა);
- Adobe Premiere Pro-ს კარგი ცოდნა;
- კამერის, განათებისა და ხმის ჩაწერის ტექნიკის ცოდნა;
- რამდენიმე პროექტის პარალელურად მართვისა და ვადების დაცვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღება;
- ინიციატივიანობა, კრეატიულობა და განვითარების სურვილი.
Scope-ში დაგხვდება:
- ცოდნის გაზიარებისა და უწყვეტი განვითარების კულტურა;
- ინოვაციებზე, ახალ იდეებსა და შედეგებზე ორიენტირებული გუნდი;
- მეგობრული, ენერგიული და თანამედროვე სამუშაო გარემო;
- პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის დიდი შესაძლებლობა;
- თავისუფლება ინიციატივებისთვის და საკუთარი იდეების განხორციელების შესაძლებლობა;
- სრული მხარდაჭერა შენი პროფესიული განვითარების გზაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული (Full-time);
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (1 საათი შესვენება);
- სამუშაო ფორმატი: ოფისიდან (On-site);
- ანაზღაურება: 2, 500-3, 500 (გამოცდილების შესაბამისად);
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ბაგები.
ჩვენ ვეძებთ საუკეთესო ტალანტებს! ჩვენთვის მთავარია მოტივაცია, საქმის სიყვარული და განვითარების სურვილი. თუ გინდა, გახდე ძლიერი გუნდის ნაწილი, იმუშაო ყველაზე დინამიკურ, მხიარულ და თანამედროვე გარემოში და მიიღო პროფესიული ზრდის უდიდესი შესაძლებლობა, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და პორტფოლიო მეილზე: hr@scope.ge — სათაურში აუცილებლად მიუთითე პოზიციის დასახელება.
რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


