უფროსი მარკეტინგის მენეჯერი
- ანაზღაურება
- 3 500+ ₾
- მისამართი
- თბილისი, საბურთალო
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:00 - 17:30 ან 09:30 - 18:00 (წინასწარი შეთანხმებით, თანამშრომლის არჩევანის შესაბამისად)
სრული აღწერა
26-11-2026 - 31-12-2026
კლინიკა „მედი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს „მედი-ესთეტიკს“ საქართველოში.
კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია.
კლინიკა მედი აცხადებს ვაკანსიას კოსმეტოლოგიის, ლაზერული მომსახურებისა და პლასტიკური ქირურგიის მიმართულებების უფროსი მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 17:30 ან 09:30 - 18:00 (წინასწარი შეთანხმებით, თანამშრომლის არჩევანის შესაბამისად).
კვირაში 1 დღე დისტანციურად (სამშაბათს, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს).
ანაზღაურება: 3500₾ + KPI (საშუალოდ თვიურად 1500-2000)
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
- კოსმეტოლოგიის, ლაზერული მომსახურებისა და პლასტიკური ქირურგიის მიმართულებების მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
- კოსმეტოლოგიის, ლაზერული მომსახურებისა და პლასტიკური ქირურგიის მომსახურებების პოპულარიზაციისა და გაყიდვების ზრდისთვის მარკეტინგული კამპანიების, პროექტებისა და სპეციალური შეთავაზებების დაგეგმვა და მართვა, მათი განხორციელების კოორდინაცია საერთო მარკეტინგის გუნდთან და შესაბამის დეპარტამენტებთან;
- ახალი პაციენტების მოზიდვა, არსებული პაციენტების შენარჩუნება და განმეორებითი ვიზიტების ზრდის ხელშეწყობა;
- Google Ads-ისა და Facebook Ads-ის სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, მართვა და ოპტიმიზაცია, ამ არხების მეშვეობით ახალი პაციენტების მოზიდვა და მომსახურებების გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
- კომპანიის ბრენდის ერთიანი სტილისა და პოზიციონირების დაცვა შესაბამისი მიმართულებების მარკეტინგულ აქტივობებში, ასევე მათი ონლაინრეპუტაციის მონიტორინგი და გაუმჯობესება, მათ შორის SERM მეთოდების გამოყენებით;
- ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების შესწავლა და ანალიზი, ახალი შესაძლებლობების გამოვლენა;
- მომხმარებელთა მომსახურების დეპარტამენტთან, კლინიკების ხელმძღვანელებთან, ექიმებთან და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანად განხორციელებისთვის;
- კოსმეტოლოგიის, ლაზერული მომსახურებისა და პლასტიკური ქირურგიის მიმართულებების მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა, მართვა და ხარჯების კონტროლი;
- სარეკლამო კამპანიების შედეგების, ახალი პაციენტების მოზიდვის, კონვერსიის, მომსახურებების გაყიდვებისა და სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენებლების ანალიზი;
- მენეჯმენტისთვის შესაბამისი სამედიცინო მიმართულებების მარკეტინგული შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება და მათი გაუმჯობესების გზების შეთავაზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მარკეტინგის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
- მარკეტინგული პროექტებისა და კამპანიების დამოუკიდებლად მართვის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების პრაქტიკული გამოცდილება;
- მომსახურებების გაყიდვების ზრდისა და ახალი მომხმარებლების მოზიდვაზე ორიენტირებული მარკეტინგული კამპანიების მართვის გამოცდილება;
- Google Ads - ისა და Facebook Ads - ის პროფესიულ დონეზე ცოდნა და ამ არხებით მომხმარებლების მოზიდვის პრაქტიკული გამოცდილება;
- ციფრული მარკეტინგის არხების, მათ შორის SEO-ს, სოციალური მედიისა და კონტენტმარკეტინგის ცოდნა;
- ბრენდის პოზიციონირებისა და მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვის, მართვისა და კამპანიების შედეგების ანალიზის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;
- სამედიცინო სფეროში, ესთეტიკურ მედიცინაში ან პრემიუმ მომსახურებების მარკეტინგში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
საჭირო უნარები:
- ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
- ეფექტური დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- გუნდური მუშაობისა და სამუშაო პროცესების კოორდინაციის უნარი;
- ინიციატივიანობა და შემოქმედებითი მიდგომა;
- დროისა და პრიორიტეტების ეფექტურად მართვის უნარი.
ჩვენთან მუშაობის უპირატესობები:
- ახალი თანამედროვე ოფისი;
- სუპერ პროფესიონალი კოლეგები;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- საჩუქრები დაბადების დღეზე;
- ფასდაკლებები პროცედურებზე;
- სასაჩუქრე ქულები კომპანიისგან წელიწადში 5 ჯერ.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და გამოგზავნეთ CV.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
კლინიკების ქსელი "მედი" — ეს არის საქართველოს უმსხვილესი ესთეტიკური მედიცინის მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ეკუთვნის ქართველი ექიმების ოჯახს.
კლინიკა მედის პრიორიტეტები:
- საუკეთესო მომსახურება
- კვალიფიციური ექიმები
- უახლესი ტექნოლოგიები
- მუდმივი განვითარება
- პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო
კლინიკა "მედი" აცხადებს ვაკანსიას კოსმეტოლოგიის, ლაზერული მომსახურებისა და პლასტიკური ქირურგიის მიმართულებების უფროსი მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: განაცხადის შევსება


