ვიდეოგრაფი
გამოქვეყნდა 27 ნოებოლო ვადა: 10 დეკ
- მთავარი მოთხოვნა
- საკუთარი პროფესიონალური ფოტოაპარატის, დრონისა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის ქონა
სრული აღწერა
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქიში" ვეძებთ ვიდეოგრაფს და მისი ფუნქციები იქნება:
- ბრენდისა და მისი მიზნობრივი აუდიტორიის შესაბამისი კონტენტის შექმნაში მონაწილეობის მიღება და ვიდეომასალის უზრუნველყოფა სხვადასხვა პლატფორმისათვის;
- "არქის" და მასთან დაკავშირებული სოციალური გვერდებისათვის ვიდეოკონტენტის შექმნა;
- კომპანიის შიდა და გარე ღონისძიებების, კორპორაციული, სარეკლამო, საიმიჯო, მარკეტინგული, HR და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობების ვიდეოგადაღება;
- ვიდეოგადაღების პროცესის ორგანიზება და განხორციელება;
- ვიდეომასალის პროფესიონალური მონტაჟი და საბოლოო პროდუქტის დამუშავება;
- სხვადასხვა ციფრული პლატფორმისა და საკომუნიკაციო არხის მოთხოვნების შესაბამისად ვიდეოკონტენტის ადაპტირება;
- ვიდეომასალის ხარისხის, ვიზუალური სტილისა და კომპანიის ბრენდულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ვიდეომასალის სისტემატიზაცია, კატეგორიზაცია და ციფრული არქივის წარმოება;
- ვიდეოტექნიკისა და დრონის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მათი სათანადო მოვლა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამისი პროფესიული განათლება ან ვიდეოგრაფიის მიმართულებით გავლილი სპეციალიზებული კურსები ჩაითვლება უპირატესობად;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია საკუთარი პროფესიონალური ფოტოაპარატის, დრონისა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის ქონა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით: განაცხადის შევსება
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება


