ვაიზერი
- ანაზღაურება
- 1 800 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:00-18:00 სთ
- მისამართი
- იუმაშევის ქ. #23 (ლილოს დასახლება)
სრული აღწერა
01-07-2026 - 30-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
კომპანია ამბარი უკვე 4 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე, რომელიც აერთიანებს ფუდისა და საყოფაცხოვრებო მიმართულებებს და ამჟამად წარმოდგენილია 60 ფილიალით საქართველოს მასშტაბით და გაფართოება აქტიურად გრძელდება!
Ambari არის განვითარების ეტაპზე მყოფი, მზარდი კომპანია, რომელიც აძლიერებს სტრუქტურას და ქმნის სტაბილურ სამუშაო გარემოს!
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ.
სამუშაო ადგილი: იუმაშევის ქ. #23 (ლილოს დასახლება)
ანაზღაურება: 1800 ლ
ფუნქცია-მოვალეობები
- პროდუქციის მიღება და დახარისხება: დაბრუნებული პროდუქციის მიღება, შემოწმება და დახარისხება კატეგორიებისა და პროდუქციის მდგომარეობის მიხედვით (ხელახლა გასაყიდი / დაზიანებული / ჩამოსაწერი);
- დოკუმენტაციის გაფორმება: დაბრუნებებისა და ჩამოწერების შესაბამის პროგრამაში ასახვა და მიღება-ჩაბარების აქტების წარმოება;
- საწყობის წესრიგი და მარაგების კონტროლი: დაბრუნებების ზონაში წესრიგის დაცვა, ნაშთების პერიოდული ინვენტარიზაცია და საწყობის მენეჯერთან ანგარიშგება;
- უშუალო ხელმძღვანელისგან დამატებითი დავალებების შესრულება, რომელიც რადიკალურად არ უნდა განსხვავდებოდეს მის მიერ შესასრულებელი საქმიანობისგან.
ძირითადი მოთხოვნები:
სასურველია სამუშაო გამოცდილება ექვსი თვიდან აღნიშნულ პოზიციაზე.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
მაღაზიათა ქსელი "ამბარი" არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც წარმოადგენს 60-ს ფილიალს საქართველოს მასშტაბით.
ამბარი მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის ფართო ასორტიმენტსა და დაბალ ფასებს.
სს ამბარი რითეილ გრუფ აცხადებს ვაკანსიას საწყობის ვაიზერის პოზიციაზე.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

