სუპერვაიზერი
- ანაზღაურება
- 2 000 ₾
- მისამართი
- თბილისი / ოფისი + გასვლები ქსელში
- მთავარი მოთხოვნა
- რუსული ენის ცოდნა
- ბენეფიტები
- კონკურენტულ ანაზღაურებას · პროფესიული განვითარების შესაძლებლობას · დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
სრული აღწერა
კომპანია "ზღვა ლუდი" ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან არის წარმოდგენილი და სთავაზობს მომხმარებლებს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის ჩამოსასხმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და დღესდღეობით წარმოდგენილია 14 დიდი მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. "ზღვა ლუდის" მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების მაღალი სტანდარტი.
კომპანია "ზღვა ლუდი" აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
ანაზღაურება: 2000 ლარი ფიქსირებულს + KPI
ფორმატი: სრული სამუშაო განაკვეთი
ლოკაცია: თბილისი / ოფისი + გასვლები ქსელში
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის საცალო ქსელის სავაჭრო ობიექტების ოპერატიული მართვა და უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- გაყიდვების, მოგების, საშუალო ჩეკისა და სხვა საოპერაციო KPI-ების შესრულების კონტროლი;
- სავაჭრო ობიექტების მენეჯერებისა და კონსულტანტების საქმიანობის კოორდინაცია, განვითარება და სამუშაო პროცესის მონიტორინგი;
- მომსახურების, მერჩენდაიზინგის, კორპორატიული სტანდარტებისა და სამუშაო დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
- სასაქონლო მარაგების, ვარგისიანობის ვადების, ჩამოწერების, ინვენტარიზაციის შედეგებისა და მატერიალური ფასეულობების კონტროლი;
- მარკეტინგული აქტივობების, აქციებისა და ლოიალობის პროგრამის ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფა;
- სავაჭრო ობიექტების გეგმიური და არაგეგმიური შემოწმებების ჩატარება და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის კონტროლი;
- სავაჭრო ობიექტების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი და შესაბამის სამსახურებთან კოორდინაცია;
- გაყიდვების შედეგების, ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი, გაუმჯობესების ინიციატივების წარდგენა;
- რეგულარული ანგარიშგების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საცალო ვაჭრობის, FMCG ან დისტრიბუციის სფეროში სუპერვაიზერის/რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია რუსული ენის ცოდნა;
- მრავალფილიალური ქსელის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გაყიდვების მართვისა და ანალიზის პრაქტიკული გამოცდილება;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel;
- სასურველია ავტომობილის მართვის მოწმობა (B კატეგორია).
პიროვნული უნარები:
- ლიდერული და მენეჯერული უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
- გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისა და პრობლემების ეფექტიანად გადაჭრის უნარი;
- მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
- შედეგზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე ქართულ ენაზე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: staff@zgvaludi.ge
რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
შპს "ზღვა ლუდი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!
