UX/UI დიზაინერი
- მთავარი მოთხოვნა
- დიზაინ სისტემების შექმნის გამოცდილება
სრული აღწერა
კომპანია „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას „UI/UX დიზაინერის“ პოზიციაზე.
როლის მიზანი
კომპანიის ვებ და მობილური აპლიკაციებისთვის მომხმარებელზე ორიენტირებული, UX პრინციპებსა და პროდუქტის ანალიტიკაზე დაფუძნებული დიზაინის შექმნა, ერთიანი დიზაინ სისტემის განვითარება და მისი თანმიმდევრული გამოყენების უზრუნველყოფა, დიზაინის პროცესის სრული მასშტაბით მართვა ამოცანის დასმიდან დეველოპმენტ გუნდთან ერთად რეალიზაციამდე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ვაირფრეიმების, მოქაფებისა და პროტოტიპების შექმნა ვებ და მობილური აპლიკაციებისთვის.
- მომხმარებლის გზის (user flow) და ინტერფეისის სტრუქტურის დაგეგმვა UX პრინციპების გათვალისწინებით.
- პრიორიტეტების მიხედვით დაგეგმილი დავალებების შესრულება, თანამშრომლობა Product Owner-თან და ანალიტიკოსთან.
- დიზაინ სისტემების შექმნა და არსებული სისტემების განვითარება
- საუკეთესო პრაქტიკების და ბაზარზე არსებული გადაწყვეტების მოკვლევა დიზაინ გადაწყვეტილებებში გათვალისწინების მიზნით.
- დიზაინ გადაწყვეტილებების წარდგენა, არგუმენტირება და შეთანხმება გუნდთან და სტეიკჰოლდერებთან.
- პროდუქტის ანალიტიკის ინსტრუმენტებიდან მომხმარებლის ქცევებზე/ჩვევებზე ინფორმაციის მიღება და დიზაინ გადაწყვეტილებებში გათვალისწინება.
- დიზაინ დავალებების და პროცესის სრული მაშტაბით ownership.
- დეველოფმენთის გუნდთან კოლაბორაცია დიზაინის სწორად და სრულად რეალიზების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება
- UI/UX დიზაინერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი
- აუცილებელია დიზაინ სისტემების შექმნის გამოცდილება
- აუცილებელია ვებ და მობილური UI/UX არტეფაქტების შექმნისა და განვითარების გამოცდილება
- UX პრინციპების ცოდნა
- Figma-ს ცოდნა
- დიზაინ გადაწყვეტილებების წარდგენისა და პრეზენტაციის გამოცდილება
უპირატესობად ჩაითვლება:
- ელექტორნული კომერციისა და ლოიალობის პროგრამების დიზაინზე მუშაობის გამოცდილება
- პროდუქტის ანალიტიკური პლატფორმების ცოდნა (Google Analytics, Hotjar, Mixpanel, AppsFlyer, PostHog და სხვ.) და მონაცემების ანალიზის საფუძველზე არსებული მიგნებების დიზაინში გამოყენების გამოცდილება
როლისთვის მნიშვნელოვანი კომპეტენციები
- მოკვლევა და პრეზენტირება - საუკეთესო პრაქტიკებისა და მაგალითების მოკვლევა, დიზაინ გადაწყვეტილებების არგუმენტირებული წარდგენა.
- ანალიტიკური აზროვნება - ამოცანისა და მომხმარებლის საჭიროებების ანალიზი, ლოგიკურად დასაბუთებული დიზაინ გადაწყვეტილებების მიღება.
- კომუნიკაცია და თანამშრომლობა - აზრის მკაფიოდ დაფიქსირება, დეველოფმენთის გუნდთან და სტეიკჰოლდერებთან ეფექტური თანამშრომლობა.
- დეტალებზე ორიენტირებულობა - ვიზუალური და ფუნქციური თანმიმდევრულობის დაცვა, დიზაინ სისტემის სტანდარტების ზუსტი გამოყენება.
- დამოუკიდებლობა და პროაქტიულობა - სამუშაო ამოცანების დამოუკიდებლად შესრულების, საჭიროებების, შესაძლო გამოწვევების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი ინიციატივების გამოვლენის უნარი.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
ორი ნაბიჯი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - UX/UI დიზაინერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება


