წარმოების ხელმძღვანელი
- ანაზღაურება
- 3 500 ₾
- ბენეფიტები
- ფიქსირებულ ხელფასს 3500 ლარის ოდენობით, დამატებით საბონუსე სისტემას, რომელიც მიბმული იქნება შეთანხმებულ KPI-ებზე · კორპორატიულ დაზღვევას · სტაბილურ სამუშაო გარემოს 26-წლიანი ისტორიის მქონე ქართულ კომპანიაში
სრული აღწერა
ქართული ავეჯისა და კარის მწარმოებელი კომპანია "მერქანი" ეძებს წარმოების ხელმძღვანელს!
"მერქანი" 26 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის, საქართველოში წარმოებულ ავეჯსა და კარებს.
ჩვენი საწარმოო გუნდის გასაძლიერებლად ვეძებთ გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ წარმოების ხელმძღვანელს, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოო პროცესების ეფექტიან მართვას, რესურსების ოპტიმალურ გამოყენებას, პროდუქციის ხარისხსა და შეკვეთების დროულ შესრულებას.
პოზიციის მთავარი მიზანია საწარმოში არსებული ყველა პროცესის ორგანიზება და მართვა — შეკვეთის მიღებიდან მზა პროდუქციის დამზადებამდე და დროულ ჩაბარებამდე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საწარმოო პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და ყოველდღიური მართვა;
- მიღებული შეკვეთების წარმოებაში განაწილება და თითოეული შეკვეთის შესრულების პროცესის კონტროლი;
- საწარმოო გეგმის შედგენა, სამუშაო დატვირთვის ოპტიმალური გადანაწილება და შესრულების მონიტორინგი;
- თანამშრომლების მართვა, ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების განაწილება;
- წარმოების ვადების კონტროლი და შეკვეთების დროული შესრულების უზრუნველყოფა;
- ნედლეულის, მასალებისა და კომპონენტების საჭიროების განსაზღვრა და მარაგების კონტროლი;
- შესყიდვების პროცესის კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან;
- საწარმოო პროცესში გამოყენებული მასალების ხარჯვისა და დანაკარგების კონტროლი;
- მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი და ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
- დეფექტების, წუნისა და გადაკეთებების მიზეზების გამოვლენა და პრევენციული ღონისძიებების გატარება;
- საწარმოო დანადგარებისა და სამუშაო სივრცის გამართულობის კონტროლი;
- საწარმოო პროცესებში არსებული შეფერხებების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
- საწარმოო პროცესების ოპტიმიზაცია და პროდუქტიულობის ზრდაზე ზრუნვა;
- ყოველდღიური და ყოველკვირეული ანგარიშგება შესრულებული სამუშაოების, შეკვეთების სტატუსებისა და არსებული გამოწვევების შესახებ;
- სხვა დეპარტამენტებთან ეფექტიანი კოორდინაცია საერთო ბიზნესმიზნების მისაღწევად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- წარმოების მართვის მიმართულებით მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- საწარმოო გუნდის მართვისა და ორგანიზების გამოცდილება;
- საწარმოო პროცესების დაგეგმვისა და ოპტიმიზაციის ცოდნა;
- ნედლეულის, მასალების, მარაგებისა და საწარმოო რესურსების მართვის გამოცდილება;
- MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა;
- საწარმოო აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოების უნარი;
- სასურველია ავეჯის, ხის გადამამუშავებელი ან სამშენებლო მასალების წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ლიდერული და მენეჯერული უნარები;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა და პროცესების სისტემურად მართვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა;
- პრობლემების დროულად იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
- ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- სწრაფი და არგუმენტირებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ხელფასს 3500 ლარის ოდენობით, დამატებით საბონუსე სისტემას, რომელიც მიბმული იქნება შეთანხმებულ KPI-ებზე;
- კორპორატიულ დაზღვევას;
- სტაბილურ სამუშაო გარემოს 26-წლიანი ისტორიის მქონე ქართულ კომპანიაში;
- მნიშვნელოვან მენეჯერულ პოზიციას და რეალურ პასუხისმგებლობას;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- გამოცდილ და პროფესიონალურ გუნდთან მუშაობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@merkaniart.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: "წარმოების ხელმძღვანელი".
