წარმოების ოპერატორი
- ანაზღაურება
- 1 001–1 500 ₾ / თვე
- მისამართი
- ქუთაისი, ავტომშენებლის 42
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება: წარმოების ოპერატორი
დასაქმების ტიპი / კლასიფიკაცია: სრული განაკვეთი | ოპერაციული პერსონალი
ძირითადი მოვალეობები
- საწარმოო ხაზისა და დანადგარების მომზადება სამუშაო რეჟიმისთვის (გაშვება, პარამეტრების დაყენება/კორექტირება);
- ნედლეულისა და მასალების დროული შევსება, მიწოდება და საწარმოო პროცესში მათი სწორი გამოყენების კონტროლი;
- დანადგარების მუშაობისა და ტექნოლოგიური პარამეტრების მუდმივი მონიტორინგი;
- ხელის ტექნიკურ ინსტრუმენტებთან და ელექტრომოწყობილობებთან (მათ შორის „ბარგალკა“, „დრუჟბა“ და სხვა მსგავსი ტექნიკა) უსაფრთხო და ეფექტური მუშაობა;
- მზა პროდუქციის პირველადი ვიზუალური და ტექნიკური შემოწმება ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობაზე, წუნდებული პროდუქციის გამოვლენა და დახარისხება;
- დანადგარების პირველადი/ვიზუალური შემოწმება, წვრილმანი შეფერხებების იდენტიფიცირება და ტექნიკური პერსონალისთვის დროული შეტყობინება;
- შრომის უსაფრთხოების, ტექნიკური ექსპლუატაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების ზედმიწევნით დაცვა;
- ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მუდმივი გამოყენება;
- სამუშაო ადგილის, დანადგარებისა და ინსტრუმენტების დასუფთავება-წესრიგში ყოლა ცვლის განმავლობაში და ცვლის ჩაბარებისას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ტექნიკასთან და ელექტროინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
- საწარმოო ხაზზე ან ინდუსტრიულ გარემოში მუშაობის გამოცდილება;
- ყურადღება დეტალებისადმი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინირებულობა;
- გუნდური მუშაობისა და გაუმართაობისას სწრაფი რეაგირების უნარი.
სასურველი მოთხოვნები (უპირატესობა)
- პროფესიული ან ტექნიკური განათლება;
- ავტომატიზებულ/თანამედროვე საწარმოო ხაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- შრომის უსაფრთხოების სტანდარტების კარგი ცოდნა.
კომპანია სთავაზობს:
✓ სტაბილურ სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს;
✓ ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
✓ ადგილზე კვებით უზრუნველყოფას;
✓ უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სამუშაო ადგილს;
✓ პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
დამატებით დეტალებზე გაესაუბრება დამსაქმებელი.
პროფესია: საწარმოო დანადგარების ტექნიკოსი
სამუშაო ადგილი: ავტომშენებლის 42
ვაკანსიების რაოდენობა: 15
ხელფასი: 1200 ლარიდან ზრდის პრესპექტივით
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები
დასაქმების ფორმა: სრული
გამოცდილება: 1 წელი
ენები: ქართული (თავისუფლად)
უნარები: კომუნიკაცია, დარგობრივი ცოდნის გამოყენება, თანამშრომლობა, ანალიზი, კვლევა/სწავლა, კეთილსინდისიერება, ერთგულება, შედეგზე ორიენტაცია

