წამყვანი ბუღალტერი
გამოქვეყნდა 25 ნოებოლო ვადა: 4 დეკ
- სამუშაო გრაფიკი
- სრული (09:00-18:00)
- მისამართი
- ქ. თბილისი, ვანის ქ. No3, ქ. თბილისი, ვანის ქ. №3
სრული აღწერა
სს "თელასი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების სამსახურის წამყვანი ბუღალტრის თანამდებობაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული (09:00-18:00);
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვანის ქ. №3.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსურ ან ტექნიკურ დარგში;
- კვალიფიკაციის ამაღლების კურსების გავლა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში;
- მიმდინარე და კაპიტალური სამუშაოების აღრიცხვაზე, ასევე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტულად;
- Ms Word, Ms Excel კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
- ქსელური და არაქსელური ობიექტების მიმდინარე რემონტის, მოვლა-პატრონობის და მხარდაჭერის აღრიცხვის წარმოება;
- მოწყობილობებისა და დანადგარების აწყობა-დაშლის აღრიცხვა;
- მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის აღრიცხვის წარმოება;
- მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების და დაცვის ინდივიდუალური საშუალებების მოძრაობის აღრიცხვის წარმოება;
- დაცვის ინდივიდუალური საშუალებების მოძრაობის აღრიცხვის წარმოება;
- მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვა;
- არალიკვიდური მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა;
- მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ნაშთების ყოველთვიური კონტროლი;
- განყოფილების ფუნქციონალის ფარგლებში სხვადასხვა ბიზნეს პროცესების აღრიცხვა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია ბმულზე განაცხადის შევსება, ატვირთოთ რეზიუმე/CV ქართულსა და რუსულ ენაზე და დააჭიროთ ღილაკს "რეზიუმეს გაგზავნა".
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 04/12/2026 ჩათვლით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

