ტექნიკური სამსახურის ასისტენტი
- მისამართი
- ქ. თბილისი, შპს "ჯეო ჰოსპიტალსის" თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, 300 არაგველის მეტროს მიმდებარე ტერიტორია
სრული აღწერა
ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ქსელი „ჯეო ჰოსპიტალსი“ აერთიანებს 26 სამედიცინო დაწესებულებას თბილისსა და რეგიონებში. ქსელი წარმოდგენილია 16 სტაციონარით, 10 ამბულატორიით და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე ჯავახეთსა და იმერეთში.
"ჯეო ჰოსპიტალსი“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის ასისტენტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, შპს "ჯეო ჰოსპიტალსის" თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, 300 არაგველის მეტროს მიმდებარე ტერიტორია.
სამუშაო დრო: 8 სთ კვირაში, 5 დღე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამედიცინო ცენტრში წამოჭრილი საოპერაცოი პროცესებთან დაკავშირებული პრობლებისა და ტექნიკური შეფერხების დროული გამოვლენა, შესწავლა და აღმოფხვრა;
- შენობის, მიმდებარე ტერიტორიისა და კომუნიკაციების გამართული ფუნქციონირების კონტროლი;
- სამეურნეო და პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო ხარჯების აღრიცხვა; საბუთების დახარისხება, პროგრამული ხარჯების ყოველთვიური კონტროლი და დოკუმენტბრუნვის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
- სამედიცინო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, დაკვირვებულობა,
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 26 დეკემბერი.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ (დასაქმების მსურველი კანდიდატის) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომი(ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია) გადმომგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც დამსაქმებელი, უფლებამოსილია დაამუშაოს გამოგზავნილი ინფორმაცია კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად, კონკრეტულად ამ ვაკანსიის ანდა ამ ვაკანსიის რელევანტური, მომიჯნავე ვაკანსიისთვის განსახილველად, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას კანდიდატს მიაწოდოს: ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ; ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (ზეპირი ან წერილობითი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ; გ) შრომის პირობების შესახებ; დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; ე) შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;
კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, რომელზეც ასევე აცხადებს თანხმობას დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით;
კანდიდატი იღებს ვალდებულებას, დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ინტერესებს.
მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კანონით დადგენილ ვადებში;
კანდიდატი უფლებამოსილია მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი საკითხზე მომართოს შპს “ჯეო ჰოსპიტალსს”.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ჯეო ჰოსპიტალს" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ტექნიკური სამსახურის ასისტენტი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება



