ქსელის განვითარებისა და ტექნიკური მიმართულების ასისტენტი
გამოქვეყნდა 5 ნოებოლო ვადა: 5 დეკ
- მისამართი
- თბილისი, მოსაშვილის #11
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- სრული-ოფისიდან
- გამოცდილება
- საშუალო (middle), 2 წლამდე
სრული აღწერა
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
ამერიკული რესტორენები Wendy’s, Dunkin’ და Subway, აცხადებს ვაკანსიას ქსელის განვითარებისა და ტექნიკური მიმართულების ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსაშვილის #11
სამუშაო გრაფიკი: სრული-ოფისიდან
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტების მხარდაჭერა: ახალი რესტორნების გახსნის პროცესის კოორდინაცია, საჭიროების შემთხვევაში ობიექტების მონახულება და მიმდინარე სამუშაოების შეფასება;
- პროექტში წარმოშობილი ტექნიკური საკითხების იდენტიფიცირება და მათი მოგვარების პროცესის კოორდინაციაში მონაწილეობა;
- შიდა და გარე კომუნიკაცია: ყოველდღიური კავშირი კონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან, არქიტექტორებთან, ინტერიერის დიზაინერებთან და სხვა პარტნიორებთან;
- კომპანიის შიდა დეპარტამენტებთან კომუნიკაცია და საჭირო საკითხების კოორდინაცია (შესყიდვებთან, ფინანსებთან, საოპერაციოსთან, მარკეტინგთან და იურიდიულ გუნდთან);
- შესყიდვები და ლოჯისტიკა: შესყიდვებთან და გადახდებთან დაკავშირებული საბუთების მომზადება;
- აღჭურვილობის, ავეჯისა და სხვა მასალების მიწოდების სტატუსის კონტროლი;
- დოკუმენტაციის მართვა: ხელშეკრულებების, ინვოისების, შეთავაზებებისა და პროექტებთან დაკავშირებული ტექნიკური ფაილების შეგროვება, გადამოწმება და სისტემატიზაცია;
- საერთაშორისო ურთიერთობები: წერილობითი კომუნიკაციის წარმოება საერთაშორისო პარტნიორებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილებაარქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის ან მსგავს ტექნიკურ სფეროში;
- სასურველია ახალი ობიექტის გახსნის, სარემონტო ან რეკონსტრუქციის პროექტში მონაწილეობის გამოცდილება;
- ტექნიკური საკითხების გააზრებისა და პრობლემების იდენტიფიცირების უნარი;
- ფორსმაჟორულ ვითარებაში სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (როგორც წერითი, ასევე ვერბალური);
- MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel და PowerPoint) ცოდნა.
კატეგორია: მენეჯმენტი / ტექნიკური დირექტორი
გამოცდილება: საშუალო (middle), 2 წლამდე
ენები: ინგლისური (კარგად)
განათლება: ბაკალავრი, კურსდამთავრებული, specialist
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

