სტიკერების გაკვრის/ბრენდირების სპეციალისტი
გამოქვეყნდა 19 ნოებოლო ვადა: 19 დეკ
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ 10:00-19:00 და თვეში ერთი შაბათი
- მისამართი
- თბილისი, დიდი ლილო, ერეკლე მე-2-ეს მეხუთე შესახვევი
- ბენეფიტები
- კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას მეტრო სამგორიდან და მეტრო გლდანიდან
სრული აღწერა
სარეკლამო კომპანია "ოლპრინტჯი" აცხადებს ვაკანსიას სტიკერების გაკვრის/ ბრენდირების სპეციალისტის პოზიციაზე შემდეგი სამუშაო პირობებით:
მოვალეობები:
- სხვადასხვა ტიპის სარეკლამო მასალის (არაკალი, ბადე-სტიკერი, გამჭვირვალე ფირი) გაკვრა მინაზე, მეტალზე, პლასტმასზე.
- დასტიკერება ვიტრინების, მანქანების და ა.შ
- დასასტიკერებელი ადგილზე ზომების აღება, მასალის ზუსტი დაჭრა, კიდეების დამუშავება.
- ძველი დაზიანებული სტიკერის აძრობა და დარჩენილი წებოს კვალის მოშორება ზედაპირებიდან.
საკვალიფიკაციო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 6 თვე.
- სხვადასხვა ტიპის წებოვანი ფირების სპეციფიკის ცოდნა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: დიდი ლილო, ერეკლე მე-2-ეს მეხუთე შესახვევი
- გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 და თვეში ერთი შაბათი.
- ანაზღაურება: ფიქს 1800+ გამომუშავება შესრულებული საქმის მოცულობიდან.
- ბენეფიტები: კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას მეტრო სამგორიდან და მეტრო გლდანიდან.
ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე (მიუთითეთ პოზიციის დასახელება) hr.allprint@gmail.com ან დაგვირეკეთ და ჩაეწერეთ გასაუბრებაზე 598 130 126
ვაკანსია აქტიურია 2026 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
