სტაჟირება გარემოსდაცვითი პროექტების მიმართულებით
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა გრინ პლანეტი-ს გუნდში გვაქვს სტაჟირება, გარემოსდაცვითი პროექტების მიმართულებით.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
- გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და ნარჩენების მართვის სფეროს საბაზისო ცოდნა ან ინტერესი;
- მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) სისტემის შესწავლის სურვილი;
- საერთაშორისო პრაქტიკისა და უცხოენოვანი წყაროების გაცნობის ინტერესი;
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
- Microsoft Word-ისა და Excel-ის საბაზისო ცოდნა;
- დოკუმენტაციასთან და ელექტრონულ პლატფორმებთან მუშაობის მზაობა;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- შესაბამისი მიმართულებით უმაღლესი განათლების მიღების პროცესში ყოფნა ან დასრულებული უმაღლესი განათლება.
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
- მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თეგეტა გრინ პლანეტი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სტაჟირება გარემოსდაცვითი პროექტების მიმართულებით.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება




